Author Archives: admin

რამდენ ცენტს იღებს საქართველო თურქეთში ექსპორტირებულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაში

გუშინ, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორმა” (ესკო) მიმდინარე წლის ექვსი თვის ელექტროენერგის ბალანსის სტატისტიკა გამოაქვეყნა, დღეს კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ატვირთა თავის ვებ გვერდზე იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები. ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 516 მილიონ 452 ათასი კვტსთ ელექტროენერგია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ თურქეთში ექსპორტირებულია 49 მილიონ ...

Read More »

ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანში ვიზიტისასგანაცხადა,რომ შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდეს, რადგან გაზსადენზე ტექნიკური რემონტი ჯერ არ დასრულებულა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ევროპის კონტინენტზე რუსული გაზის მიწოდების ყველაზე დიდი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის დღიური სიმძლავრე დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრია, „გაზპრომმა“ მიწოდების მოცულობა გასულ თვეში 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მილსადენი დახურულია ტექნიკური რემონტის ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

საქართველოს გეოსტრატეგიული როლი ნახტომისებურად იზრდება? – ევროპა კავკასიიდან დეფიციტური საწვავის მიღებას ცდილობს

ევროპელი ლიდერები რუსული გაზის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის” გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს საქათველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას, სატრანზიტო ფუნქციებთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაეზრდება, რაც კანდიდატის სტატუსზეც მოახდენს გავლენას. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა აზრით, გეოეკონომიკური კონტექსტიდან ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

პუტინი: რუსულ ნავთობზე „ფასის ზღვრის“ შემოღება ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის შემოღება, რომელიც ახლა განიხილება, გამოიწვევს იმას, რომ ნავთობის ფასები “ცამდე” გაიზრდება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. აღნიშნულის შესახებ იუწყება “ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირი”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში დასავლური საზოგადოება იმავე ნაბიჯებს დგამს, როგორც გაზთან დაკავშირებით. „ახლა ჩვენ გვესმის მრავალი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს რუსული ნავთობის ...

Read More »

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიების მასტერკლასი გაიმართება

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების მასტერკლასი გაიმართება. 20 ივლისი, 2022-  გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 21 ივლისს, 17:00 საათზე „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების შესახებ მასტერკლასი ჩატარდება. ღონისძიება ისეთი თემების განხილვას დაეთმობა, როგორიცაა: ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზარი; ESG/მწვანე ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებისა და მეორე მხარის მოსაზრების მოპოვების პროცესი; ...

Read More »

საფრანგეთი Electricite de France-ს ნაციონალიზაციისთვის $9,7 მილიარდს გადაიხდის

საფრანგეთის მთავრობა მზადაა, გადაიხადოს დაახლოებით 9,7 მილიარდი ევრო ($9,9 მილიარდი) Electricite de France-ს სრული ნაციონალიზაციისთვის. კომპანიას აქვს ელექტროსადგურთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ევროპის ენერგეტიკულ კრიზისს აძლიერებს. სახელმწიფო შესთავაზებს 12 ევროს თითო აქციაზე EDF-ის 16%-იანი წილის შესაძენად, ნათქვამია საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. კომპანიის აქციები 15%-ით, 11,75 ევრომდე გაიზარდა. ევროპის უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისის დროს, საფრანგეთს სურს დააბრუნოს ვალებით სავსე EDF-ი საჯარო საკუთრებაში, რათა საყოფაცხოვრებო ...

Read More »

საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებს ზრდის – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია. აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ...

Read More »

Gazprom-ი ევროპისთვის Nord Stream-ით გაზის მიწოდების აღსადგენად მზად არის

Gazprom-ი ევროპისთვის Nord Stream მილსადენით გაზის მიწოდების აღდგენას დათქმულ ვადაში გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ევროპა ისევ გაზის შემცირებულ ნაკადებს მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროპას მიწოდების განახლდება შესთავაზა, თუმცა აღნიშნა, რომ მილსადენის მიწოდებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტურბინის მიღების შეფერხებამ შესაძლოა მოცულობების სიმძლავრის მხოლოდ 20%-მდე შემცირება გამოიწვიოს. გასულ თვეში, 14 ივნისს რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 20 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის, არეშიძის, გიორგი წერეთლის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $120-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,52 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 121,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »