გუშინ, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორმა” (ესკო) მიმდინარე წლის ექვსი თვის ელექტროენერგის ბალანსის სტატისტიკა გამოაქვეყნა, დღეს კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ატვირთა თავის ვებ გვერდზე იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები.
ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 516 მილიონ 452 ათასი კვტსთ ელექტროენერგია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ თურქეთში ექსპორტირებულია 49 მილიონ 295 ათას 200 დოლარის ელექტროენერგია.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოდან თურქეთში გაყიდული 1 კვტსთ-ის ღირებულება შეადგენს 0,0954 დოლარს (9,54 ცენტს).
საქართველოდან თურქეთის გარდა ელექტროენერგია ექსპორტირებულია სომხეთში (98,053 მლნ კვტსთ), აზერბაიჯანში (8,7663 მლნ კვტსთ) და რუსეთში (0.026 მლნ კვტსთ). ამ ქვეყნებში 106.84853 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავალი შეადგენს 4.5149 მლნ დოლარს ანუ საშუალოდ, 0.0423 (4.24 ცენტს) დოლარს კვტსთ-ზე
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიაზე თურქეთის მოთხოვნა საქართველოდან იმპორტირებულ რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება და ამ ფაქტით და საქართველოს სატრანზიტო მდგომარეობით საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც სარგებლობენ.
ესკოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან თურქეთში ტრანზიტით გასულია 623 მილიონ 300 ათასი კვტსთ ელექტროენერგია.
ტრანზიტის 60% (424.4 მლნ კვტსთ) აზერბაიჯანიდან თურქეთში, 28.1% (198.8 მლნ კვტსთ) რუსეთიდან თურქეთში, ხოლო 11.9% სომხეთიდან თურქეთში გატანილი ელექტროენერგიის წილია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორიდან ყველაზე დიდი შემოსავალი მიღებულია ელექტროენერგიის ექსპორტით და შეადგენს თურქეთიდან მიღებული მთელი საექსპორტო შემოსავლის 19,4%-ს.
წყარო: ipress.ge