საფრანგეთის მთავრობა მზადაა, გადაიხადოს დაახლოებით 9,7 მილიარდი ევრო ($9,9 მილიარდი) Electricite de France-ს სრული ნაციონალიზაციისთვის. კომპანიას აქვს ელექტროსადგურთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ევროპის ენერგეტიკულ კრიზისს აძლიერებს.
სახელმწიფო შესთავაზებს 12 ევროს თითო აქციაზე EDF-ის 16%-იანი წილის შესაძენად, ნათქვამია საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. კომპანიის აქციები 15%-ით, 11,75 ევრომდე გაიზარდა.
ევროპის უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისის დროს, საფრანგეთს სურს დააბრუნოს ვალებით სავსე EDF-ი საჯარო საკუთრებაში, რათა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადასახადებზე კონტროლი შეინარჩუნოს და უზარმაზარი ინვესტიციები განახორციელოს ქვეყნის დამოკიდებულების შესამცირებლად წიაღისეული საწვავის იმპორტზე.
კომპანიას უჭირს არსებული რეაქტორების საიმედოობის უზრუნველყოფა, ხოლო ახალი ობიექტების მშენებლობა შეფერხებულია. ეს, მთავრობის მიერ დაწესებულ ელექტროენერგიის ფასის ლიმიტთან ერთად, EDF-ის ვალის ტვირთს სულ უფრო არამდგრადად აქცევს.
ნაციონალიზაციამ შესაძლოა დაარწმუნოს EDF-ის კრედიტორები კომპანიის ფინანსურ სტაბილურობაში, მაგრამ ეს ბევრ სხვა პრობლემას დაუტოვებს თავმჯდომარესა და აღმასრულებელი დირექტორის მემკვიდრე ჟან-ბერნარ ლევის, რომელიც თანამდებობას სექტემბერში დატოვებს.
განცხადების თანახმად, კომპანიის კონვერტირებადი ვალის მფლობელებს თითო ობლიგაციაზე 15,64 ევროს შესთავაზებენ. წინადადება სექტემბრის დასაწყისში Autorite des Marches Financiers-ს წარედგინება.
წყარო: businessformula.ge