Author Archives: admin

წინა თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი თითქმის 90%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მზარდი დინამიკა საავიაციო ნავთის იმპორტშია, რაც ტურიზმის გამოცოცხლებასა და ზოგადად, ავიაციაში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში თითქმის 90%-ით გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი, თუმცა წლიურ ჭრილში იმპორტმა ამ მიმართულებით უმნიშვნელო კლება განიცადა, საავიაციო ნავთის იმპორტში 11 თვეში 244,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ...

Read More »

თბილისში, დიდუბეში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, დიდუბეში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო გამთენიისას 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ფრთხილად. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები!“ – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

აფხაზეთში 90 000 დენის მრიცხველის მონტაჟს გეგმავენ

აფხაზეთში თითქმის 90 000 დენის მრიცხველის დაყენებაა აუცილებელი, რაც მოხმარების აღრიცხვის საშუალებას გააჩენს, ეს კი პერმანენტულ ენერგოკრიზისთან ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ ბაღაფშმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, და 2014 წლამდე 18 000 მრიცხველი, მათ შორის 12 000 სოხუმში დამონტაჟდა. სადღეისოდ ამ მოწყობილობების 70% მუშა მდგომარეობაშია. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.85  (+ 1.56)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.79 (+  1.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ ევროპას თხევად გაზს უგზავნის

ამერიკული ტანკერების რაოდენობა, რომლებიც ევროპას თხევად ბუნებრივ აირს (LNG) მიაწვდიან, მხოლოდ 24 საათში 50%-ით გაიზარდა, რადგან კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისი ღრმავდება. ამ დროისთვის ევროპისკენ 15 ტანკერი გაიგზავნა, თუმცა კიდევ 11 ტანკერი გადაადგილდება არადეკლარირებული მიმართულებებით და არსებობს ვარაუდი, რომ ისინიც ევროპისკენ მიემართებიან. ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ბოლო დღეებში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საფრანგეთში ბირთვული რეაქტორების მუშაობა შეჩერდა და ქარის დაბალმა სიმძლავრემ გერმანიაში დეფიციტი ...

Read More »

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, გაგარინისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლისა და ხვიჩიას ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნისა და ოთხი ათასი მესხის ...

Read More »
თბილისში რეგიონის ერთიანი ენერგოქსელის შექმნის პროექტს განიხილავენ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას აქვეყნებს: “ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა: სომხეთთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე „ალავერდი“ მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, 24, 25 და 27 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ მარნეულის ნაწილს და სოფელ ჯანდარას მოსახლეობას, ხოლო 09:00-დან 12:00 საათამდე – საქართველოს რკინიგზის მარნეულის კვანძს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.”

Read More »

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან ბირთვული დიპლომატია შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს. 22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. “საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ ...

Read More »

“გაზპრომი” ევროპას აშანტაჟებს – სერგეი მაკოგონი

უკრაინამ, საწვავის ტრანზიტის გაზრდაზე უარის თქმის გამო, “გაზპრომი” ევროპის შანტაჟში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს. უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელმა, სერგეი მაკოგონმა, 20 დეკემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით რუსეთი გერმანულ-რუსული საკამათო გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების დაჩქარებას ცდილობს. „ევროკავშირში გაზის ზედმეტად მაღალი ფასების (1800 დოლარი ათას კუბურ მეტრზე), ხელმისაწვდომი უფასო სატრანზიტო სიმძლავრეებისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებების ...

Read More »