Author Archives: admin

ევროკავშირი ეგვიპტესთან და ისრაელთან გაზის მიწოდების შეთანხმებაზე მუშაობს

ევროკავშირი მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე ეგვიპტესთან და ისრაელთან ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. სააგენტოს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, ისრაელი მილსადენით გაზრდის ეგვპიტეში გაზის მიწოდებას, სადაც უკვე მოხდება მისი გათხევადება და იქედან გათხევადებული სახით ევროპისთვის მიწოდება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეთანხმება ახალ ბაზარს გაუხსნის ისრაელს. ისრაელში გაზის შიდა სამომხმარებლო ფასი ბევრად დაბალია, ...

Read More »

ირანის ნავთობის მინისტრი: რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა $40 მილიარდამდე გვსურს

თეირანი ცდილობს, ირანსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ $40 მილიარდს მიაღწიოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე, ირანში განაცხადა. „ირანის მთავრობა ცდილობს, განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან, რათა სავაჭრო ბრუნვა 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს“, – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირანის პირველი ვიცე პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი ხელმძღანელობს. ჯგუფში სხვადასხვა მინისტრი შედის და მის მუშაობას ირანის პრეზიდენტი აკონტროლებს. ნოვაკი ირანში ...

Read More »

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა 3-5 წელიწადში – შეძლებს თუ არა უკრაინა უარი თქვას გაზის იმპორტზე

უკრაინის მთავრობა, რომელიც შეიმუშავებს ეკონომიკის ომისშემდგომი რესტრუქტურიზაციის გეგმას, მიზნად ისახავს ქვეყნის შიდა წარმოების გაზის გამოყენებას და მთლიანად უარი თქვას იმპორტზე მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში. ,,ომმა ჩვენი ქვეყნის ისტორია 24 თებერვალამდე და შემდეგ დაყო. ძნელი წარმოსადგენია, გამარჯვების შემდეგ რა სახით გამოჩნდება იგი, რომელიც დასახიჩრებულია ამ სისხლიანი და დამანგრეველი ომით, რომელიც რუსეთმა აწარმოა მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ველური ურდოს მოქმედებით უკვე ათასობით ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გარდაბანში მაღალი ძაბვის ახალი ქვესადგური ექსპლუატაციაში გაუშვა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გარდაბანში ახალი 110/35-10 კვ ძაბვის ქვესადგური ექსპლუატაციაში გაუშვა. ამ დროისთვის, დასრულდა ქვესადგურის გაშვების პირველი ეტაპი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2,5 მლნ ლარი შეადგინა. 72 საათის განმავლობაში ქვესადგური საცდელ რეჟიმში იმუშავებს. შემდეგ, ჩვეულ რეჟიმში გადავა და ხელს შეუწყობს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული ქვესადგური აშენდა ელექტროენერგიით მომარაგების გაზრდილი სიმძლავრეების დასაკმაყოფილებლად. ქვესადგურიდან ელექტროენერგია მიეწოდება ვაზიანის, საცხენჰესის, გამარჯვების დასახლებებს და ...

Read More »

HYUNDAI აშშ-ში ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხნის მშენებლობაში $5,5 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს

ავტომწარმოებელი Hyundai აშშ-ში $5,5 მილიარდის ღირებულების ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხანას ააშენებს. CNN-ის ცნობით, Hyundai-ს პირველი ელექტრომობილების ქარხანა ჯორჯიის შტატში აშენდება, შეიქმნება 8 100 ახალი სამუშაო ადგილი. არსებული ვარაუდით, 2025 წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყება კომერციული გაყიდვები, ქარხანა წლიურად 300 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ Hyundai-ს ცნობით, ბატარეის საწარმოო ქარხანა ამოქმედდება “სტრატეგიული პარტნიორობით”, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ...

Read More »

ბაიდენი: აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა დიდი რაოდენობით ნავთობი გაიტანეს ბაზარზე

ენერგომატარებლების ბაზარზე არსებული ფასების მსოფლიო ვითარება „ცუდია“ და აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ მის გამოსწორების მცდელობა საკმარისი არ არის. ამის შესახებ 23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ამჟამად გადის წიაღისეული საწვავებისგან თავის დაღწევას და გაძლიერდება, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება დასრულდება. „ხედავთ, რას აკეთებს ...

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

რუსული ნავთობკომპანიებიდან Rosneft-მა ყველაზე დიდი ზარალი განიცადა

Rosneft-მა, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე იგორ სეჩინი მართავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. კომპანია რუსეთში ნავთობის წარმოების შემცირების ორ მესამედზეა პასუხისმგებელი. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, რუსულ ნავთობზე აკრძალვა არ გამოუცხადებია. თუმცა, სხვა ფაქტორები, როგორიცაა გადაზიდვის და სადაზღვევო შეზღუდვები და შესუსტებული საშინაო მოთხოვნა, ასევე პუტინის რეჟიმის საჯარო უარყოფა საერთაშორისო კომპანიების მიერ, ქვეყანას ...

Read More »

ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებს 1-ელი ივნისიდან ახალი ვალდებულება ეკისრებათ

ბატარეებისა და აკუმულატორების, საბურავებისა და ელექტრომოწყობილობების მწარმოებლებს პირველ ივნისამდე ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაცია მოუწევთ, პირველი ივლისიდან კი იმპორტიორები და დისტრიბუტორები რეგისტრაციის გარეშე ბაზარზე პროდუქციის განთავსებას ვეღარ შეძლებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გამართა. „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების ...

Read More »

ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულ 1,1 მილიონ ბარელამდე გაზარდა

მაისის თვეში რუსული ESPO მარკის ნავთობის მიწოდება ჩინეთში გაიზარდა რეკორდულ მაჩვენებლამდე – 1,1 მილიონ ბარელამდე/დღეში. Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. კომპანია Vortexa-ის ანალიტიკოსების განცხადდებით, მაისის თვეში კოზმინოს პორტში დატვირთულ 21 ტანკერიდან  20 ჩინეთისკენ გაემართა. სულ მაისის თვეში  უნდა გაიგზავნოს 33 ტანკერი ნავთობით დატვირთული. ამასთან, ჩინეთის საზღვაო იმპორტი გაიზარდა რეკორდულ 1,1 მილიონ ბარელამმდე/დღეში, 2022 წლის პირველ კვარტალის 750 ათასი  ბარელის მაჩვენებელთან ...

Read More »