Author Archives: admin

რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში „ენერგეტიკული კუნძულის“ აშენებას გეგმავენ

რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში „ენერგეტიკული კუნძულის“ აშენებას გეგმავენ. ხელოვნური კუნძულის მეშვეობით, აღნიშნული ქვეყნები ქარის ოფშორული პოტენციალის ათვისებასა და ქსელში ინტეგრაციას შეძლებენ. წინასწარი კვლევების მიხედვით, ოფშორული ქარის ელექტროსადგურის პოტენციური დადგმული სიმძლავრე 3 გიგავატი იქნება, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 9.8 ტერავატ/საათს მიაღწევს. ელექტროსადგურის პროექტი 22 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. მშენებლობას საშუალოდ 7 წელი დასჭირდება, შესაბამისად, ევროპაში ვარაუდობენ, რომ ელექტროსადგურის ქსელში ...

Read More »

პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს

პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრ მუსადიკ მალიკის განცხადებით, პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს, მას შემდეგ რაც შეთანხმებული იქნება ყველა კომერციული პირობები, მათ შორის პაკისტანის ეროვნულ ვალუტაში გადახდის საკითხიც. „მარტში რუსეთთან შეთანხმების ყველა კომერციული პირობა შეთანხმებული იქნება, რის შემდეგაც რუსული იაფი ნედლი ნავთობი აპრილში დაიწყებს პაკისტანში გადინებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება“, – აცხადებს მინისტრი. როგორც რუსული სამთავრობო მედია იტყობინება, რუსეთთან შეთანხმების ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროპის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები, რომელთა სამიზნეც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორები, მათ შორის ვაჭრობა, ფინანსები, ტექნოლოგიები და ორმაგი დანიშნულების საქონელია,  ძალაში 31 ივლისამდე დარჩება. „რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ევროკავშირის ...

Read More »

გლობალურმა ენერგოგიგანტებმა 2022 წელს სუპერმოგება მიიღეს

მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიებმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონე ფასების მერყეობის გამო სოლიდური მოგება მიიღეს. ამის შესახებ CNBCიუწყება. ნავთობის მსხვილი კომპანიები Exxon Mobil-ი, Chevron-ი, BP-ი, Shell-ი და TotalEnergies-ი აპირებენ გამოაცხადონ ერთობლივი მოგება, რომელმაც 2022 წელს ანალიტკოსების შეფასებით, ჯამში $190 მილიარდი შეადგინა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავთობკომპანიები „ომის ჭარბი მოგების“ მიღებასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასების ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავლებიდან ნორვეგიის საპენსიო ფონდი 88 მილიარდი დოლარით შეივსო

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპენსიო ფონდისთვის ნავთობისა და გაზიდან მიღებული შემოსავლები 884 მილიარდ ნორვეგიული კრონას  (88,4 მილიარდი დოლარი) უტოლდება. ნორვეგიის საგადასახადო სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი 2021 წლის პიკურ მაჩვენებელს  (295 მილიარდი ნორვეგიული კრონა) სამჯერ აღემატება. შემოსავლების მატება, ძირითადად, რუსეთის უკრაინაში შეჭრით შედეგად ნავთობის და გაზის ფასების რეკორდული ზრდით არის გამოწვეული.

Read More »

ქვეყნების რეიტინგი, 2022 წელს ბატარეების წარმოების მიხედვით

მაშინ როდესაც მსოფლიო ელექტრომობილების ეპოქისკენ მიისწრაფვის, ბატარეების წარმოება ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრიორიტეტული ხდება. თუმცა ბატარეების წარმოებაში ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომელიც პირველობისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე ჩაერთო. ლითიუმ-იონური ბატარეების მიწოდების ჯაჭვის რეიტინგი, რომელიც BloombergNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათლად აჩვენებს და პროგნოზირებს ჩინეთის დომინირებას 2022-2027 წლების პერიოდში, ქვეყნებს შორის ბატარეების წარმოების საერთო სიმძლავრის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2022 ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა სულ მცირე 2-ჯერ გაზარდეს ბალტიის ქვეყნებში თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები, რომლის ნაწილის შემდეგ უკრაინამ შეიძინა. ამის შესახებ რეგიონში მოქმედ ტრეიდერებსა და ტვირთგადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ლატვიაში რუსული გაზის წილმა იმპორტის 90%-ს გადააჭარბა, ხოლო ბალტიის ქვეყნებში თხევადი გაზის გაყიდვების საერთო მოცულობამ 2022 წელს 331 000 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 159 000 ...

Read More »

Shell-ი შესაძლოა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში საცალო ვაჭრობის ბაზრიდან გავიდეს

ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობისა და გაზის კომპანიამ Shell შესაძლოა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში ელექტროენერგიის საცალო ვაჭრობის ბაზარი დატოვოს. Shell ამჟამად ამ შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Shell-მა  ამ სამი ბაზრის შესახებ სტრატეგიული მიმოხილვა უკვე დაიწყო. შესაძლოა, რომ ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს. გადაწყვეტილების მიღების ზუსტი დრო ამ დროისათვის არ სახელდება. როგორც სტატიიდან ირკვევა, გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან ენერგიის მომწოდებლები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,45 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 89,94 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ახორციელებენ

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ამ დრომდე ახორციელებენ, რითაც უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ვებპორტალის, Investigate Europe-ის სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 5 დეკემბრიდან დააწესა. სანქციებს უნდა შეემცირებინა რუსეთის შემოსავალი და ამავე დროს, უნდა დაერწმუნებინა ევროპელი გადამზიდავები, რომ უარი ეთქვათ დანარჩენი მსოფლიოსთვის რუსული ...

Read More »