Author Archives: admin

თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია შეიძინა. ესკოს მონაცემებით, 20 ოქტომბრის ჩათვლით მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთი ლიდერობდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 107 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, 73 მლნ კი აზერბაიჯანიდან, 19 მილიონი სომხეთიდან. ამავე პერიოდში საქართველომ თურქეთის მიმართულებით 164 მლნ კვტ.საათი ტრანზიტულად გაატარა. რა დაუჯდა სქართველოს ოქტომბერში ელექტროენერგიის შეძენა ჯერ უცნობია. 9 თვის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის იმპორტზე 37,1 მლნ ...

Read More »

ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები

რაც დრო გადის, მით მეტად ხდება საჭირო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდა. ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება სულ უფრო იზრდება და მომდევნო წლებისთვისაც არ გვაქვს სახარბიელო პროგნოზები. ევროპაში ენერგეტიკუ­ლი კრიზისი მწვავდება, ფასები ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე განუხრელად მატულობს და მოსალოდნელი რეალობაა, რომ ამ პროცესს მწვავე ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბუნებრივი გაზის მოპოვება იმ დონეზე გავზარდოთ, რომ ამით ქვეყნის შიდა ...

Read More »

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „მერკელთან შეხვედრის დროს განვიხილეთ დონბასში არსებული სიტუაცია, ასევე ვისაუბრეთ ევროპაში შექმნილ ენერგოკრიზისზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი. მანამდე უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანლა ფელდგიუზენმა განაცხადა, რომ მერკელი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღემდე იმუშავებს ნორმანდიული ოთხეულის საორგანიზაციო საკითხებზე. გარდა ამისა, ელჩის თქმით, გერმანია უკრაინისთვის გაზის ...

Read More »

კლიმატურ სამიტზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა

გლაზგოში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა. შესაბამის დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი და ეს იქნება გაერო-ს კლიმატური სამიტის პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმება. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ხელმომწერებს შორის იქნება ბრაზილია, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყის დიდი ტერიტორიები გაჩეხილია. შეთანხმება მოიცავს 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას. მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ვის გაუძვირდება გაზის საფასური 1-ლი დეკემბრიდან?

2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით. გარდა ამისა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება. გაზის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. ტარიფის ცვლილება არ ეხებათ ფიზიკურ პირებს. წყარო: report.ge  

Read More »

„სოკარ ჯორჯია გაზი“ პირველი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზს აძვირებს

2021 წლის პირველი დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომპანიიდან აცნობეს. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, გაზის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. „2021 წლის პირველი დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 1 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.38  ( 0.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.05 (+ 0,48)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, გერცენის, ჯორჯიაშვილის, ათონელის, ფხოვის და ხაზინის  ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მექანიზაციის, დადიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ადამიას, შერვაშიძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

17 სექტემბრის შემდეგ პირველად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 800 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება მცირდება და  17 სექტემბრის შემდეგ პირველად, 800 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე  795,8  აშშ დოლარს შეადგენს. გაზის ფასის შემცირება იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი ევროპის გაზის საცავების შევსებაზე დათანხმდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “გაზპრომი” ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ...

Read More »

აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ

აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართეს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის მხრიდან კურსის შეცვლის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელია ურთიერთგაგების სწრაფი მიღწევა ბირთვული პროგრამის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით. ოთხი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, მათი სურვილია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ვერასდროს შექმნის ან შეიძენს ბირთვულ იარაღს. მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა სახიფათო ესკალაციის თავიდან არიდებაა. ...

Read More »