Author Archives: admin

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ – რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ აცხადებს, რომ რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ინფორმაცია, რომელსაც ენერგოდარიდან, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ქალაქიდან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს ...

Read More »

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს – გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ეს იქნება ნავთობის გატარებიდან და ასევე რკინიგზაზე ტვირთბრუნვის ზრდის შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავალი. „როგორ შეიძლება ყაზახური ნავთობი მოხვდეს საქართველოს გავლით ნავთობსადენში ან რკინიგზაზე? პირველი ვარიანტია, რომ ყაზახეთი ბაქოში ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი მოუწოდებს მოქალაქეებ, ქუჩაში არ გავიდნენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსები ატომურ ობიექტს სოფელ ვოდიანოედან ესვრის. მათივე ცნობით, შედეგად დაზიანდა სადგურის მიწისქვეშა კომუნიკაცია და სახანძრო ნაწილი. პარალელურად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე საბავშვო ბაღი. მწყობრიდან გამოვიდა გაზსადენი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.57 (-2.03)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.94 (-2.39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე: ევროკავშირის წარმოდგენილი ტექსტი ‘მისაღებია’

მაღალი თანამდებობის ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების ტექსტის ვერსია, რომელიც ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ წარადგინა, თეირანისთვის „მისაღებია“. „შეთავაზება მისაღებია, თუ ის გარანტიებს მოგცემს“, – განაცხადა დიპლომატმა, რომლის ვინაობა არ მჟღავნდება, ირანულ სამთავრობო მედია-სააგენტო IRNA-სთან საუბარში. 8 აგვისტოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად ტექსტის „საბოლოო ვერსია“ ირანის დელეგაციას გადასცა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ტექსტის რედაქცია „გადასინჯვას არ ექვემდებარება“ და ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

უკრაინაში ბენზინი და დიზელის საწვავი გაიაფდა

უკრაინაში ბოლო ერთ კვირაში დიზელის საწვავი 0,78 გრივნით გაიაფდა და 53,52 გრივნა შეადგინა.  ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. რაც შეეხება ბენზინს, А-95- პრემიუმის ტიპის ბენზინი 0.36 გრივნით გაიაფდა და მისი ფასი ახლა 50,90 გრივნას შეადგენს. შესაბამისი კვლევა კონსალტინგურმა ჯგუფმა “А-95”-მა ჩაატარა. ამასთანავე, კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურში საწვავზე ფასი არ შეცვლილა. უკრაინაში ბენზინის და დიზელის საწვავის გაიაფება მსოფლიოში ნავთობის ფასების კლებას უკავშირდება. წყარო: ...

Read More »

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს

უკრაინის შსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სადგურის მუშაობის „ადეკვატური“ კონტროლი არ არსებობს, ის გაუნათლებელი ადამიანების ხელშია, რომლებმაც „შესაძლოა ტრაგედია დაუშვან“. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც რჩებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მონასტირსკიმ ...

Read More »

ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია

ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს  Financial Times. გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია. გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა. „ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება ...

Read More »

ოლექსი დანილოვი: რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს

„ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს“, – ამ განცხადებით ზაპოროჟიეში შექმნილ ვითარებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება. „მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ. რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად, თავადვე იწვევენ გაეროს ...

Read More »

დიმიტრი მედვედევი: არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი

რაკეტები და ჭურვები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორთან და რადიოაქტიური იზოტოპების შენახვის ადგილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. ამბობენ, რომ ეს შემთხვევით, უნებლიეთ ხდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, კიევი და მისი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან, ახალი ჩერნობილი მოაწყონ. „რაკეტები ...

Read More »