უკრაინაში ბოლო ერთ კვირაში დიზელის საწვავი 0,78 გრივნით გაიაფდა და 53,52 გრივნა შეადგინა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რაც შეეხება ბენზინს, А-95- პრემიუმის ტიპის ბენზინი 0.36 გრივნით გაიაფდა და მისი ფასი ახლა 50,90 გრივნას შეადგენს.
შესაბამისი კვლევა კონსალტინგურმა ჯგუფმა “А-95”-მა ჩაატარა. ამასთანავე, კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურში საწვავზე ფასი არ შეცვლილა.
უკრაინაში ბენზინის და დიზელის საწვავის გაიაფება მსოფლიოში ნავთობის ფასების კლებას უკავშირდება.
წყარო: pia.ge