Author Archives: admin

აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა “ენერგოპლატფორმასთან” წყლის მარაგებთან დაკავშირებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს. “ენგურჰესის (ჯვარის) წყალსაცავი თავის დროზე ზამთარში ქვეყნის ელ.ენერგიით მომარაგებისთვის შეიქმნა, მაგრამ წელს საშემოდგომო მარაგად იქცა და, შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს უახლოეს წლებში. წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, სხვანაირად ქართული მხარე ვერ მიიღებდა კუთვნილ წილს. რა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას აგრძელებს

გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 8,7%%-ით გაიზარდა. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 063 აშშ დოლარს მიაღწია. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ზრდა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 23 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.31 (+ 2.61)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.50 (+ 1.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

ძვირი გაზის გამო უკრაინის სასათბურე მეურნეობები გაკოტრების ზღვარზეა არიან

ბოლო კვირებში უკრაინის ბოსტნეულის ბაზარზე ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა – ქვეყანაში რუსული სათბურის კიტრი შევიდა. რუსეთი ტრადიციულად ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყანაა, მათ შორის უკრაინული პროდუქციის. წლების მანძილზე ბევრი სასათბურე მეურნეობა მხოლოდ რუსულ ბაზარზე მუშაობდა, მაგრამ 2014 წელს ეს შეიცვალა – რუსეთზე ორიენტირებული მეურნეობები ან გაკოტრდნენ, ან სხვა ბაზრებზე გადავიდნენ. უკრაინული კიტრი ნაწილობრივ რუსულ ბაზარზე მაინც – ბელარუსის გავლით – შედიოდა, თუმცა, რაც ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ

ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ნამახვანჰესზე ისაუბრა. „უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, 2 წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა – ნამახვანზე. ალბათ ...

Read More »

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, მეფე მირიანის, კოსტავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი ...

Read More »

თურქეთი პირველი ელექტრომატარებლის წარმოებას გეგმავს

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ყარაისმაილოღლუს განცხადებით, თურქეთის პირველი შიდაწარმოების  ელექტრომატარებლის სამუშაოები დასრულებულია. ელექტრომატარებლის საპროექტო სიჩქარე 176კმ/სთ, ხოლო ოპერატიული სიჩქარე 160კმ/სთ–ია. „ელექტრომატარებელი ძალიან მალე იქნება ჩვენი მოქალაქეების სამსახურში“, – აღნიშნა ყარაისმაილოღლუმ. თურქეთის მთავრობამ 2003–2020 წლებში სარკინიგზო სფეროში $21.2 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ რკინიგზა მთლიანად ელექტროსიგნალით აღჭურვოს. ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას ყარაისმაილოღლუმ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,47%-ით, 1,18 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 81,57 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

თურქეთი რუსეთთან გაზის იმპორტის გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს

თურქეთი რუსეთთან გაზის  იმპორტზე გრძელვადიან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე გააფორმებს.  ამის შესახებ ურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. თურქეული მედიის ცნობით, კონტრაქტის ვადა 3-დან 10 წლამდე იქნება. ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ხელშეკრულება საჭიროების შესაბამისად მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო გაზის ფასი  მილსადენის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-სა და კერძო მომწოდებლებისთვის იგივე იქნება. წყარო: report.ge

Read More »

აშშ-ში რუსეთის ელჩი “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციებზე – ვაშინგტონის მცდელობა, შეინარჩუნოს დიალოგი მოსკოვთან სანქციების გზით, მიუღებელია

ვაშინგტონის მცდელობა, შეინარჩუნოს დიალოგი მოსკოვთან სანქციების გზით, მიუღებელია და საერთაშორისო კანონს არღვევს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რითაც ის “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა. „ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები, უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ გაართულონ რუსეთ-ევროპის ენერგეტიკული თანამშრომლობა. თავდაპირველად ვაშინგტონს ...

Read More »