თურქეთი რუსეთთან გაზის იმპორტზე გრძელვადიან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე გააფორმებს. ამის შესახებ ურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
თურქეული მედიის ცნობით, კონტრაქტის ვადა 3-დან 10 წლამდე იქნება.
ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ხელშეკრულება საჭიროების შესაბამისად მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო გაზის ფასი მილსადენის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-სა და კერძო მომწოდებლებისთვის იგივე იქნება.
წყარო: report.ge