კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, მეფე მირიანის, კოსტავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის, ქობულეთის, კეკელიძის, მარაბდის, მარუხის გმირთა, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის და რამაზ შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის და კორნელი სანაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაოინების (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის, ქინძმარაულის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, საიათნოვას, აბოვიანის, გრიგოლ ხანძთელის, ერეკლე მეორის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის და თუმანიანისქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.