Author Archives: admin

“მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება საკმარისი არ არის – რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად”

ჩვენ ვერ დავეყრდნობით „გაზპრომის“ მიერ აღებულ ვალდებულებებს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა. „მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება არ არის საკმარისი. რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს Nord Stream 1-ის გაზსადენის გათიშვას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების ...

Read More »

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 ივლისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 27 წევრი სახელმწიფოდან, სულ მცირე, 12-მა შეშფოთება გამოთქვა ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებით. დაპირისპირების მთავარი საგანია, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს უფლებამოსილება, სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. დანია, საფრანგეთი, ირლანდია, ...

Read More »

უკრაინა დავით იაკობაშვილის Petrocas Energy Group-ის სანქცირებაზე მუშაობას იწყებს

უკრაინულ პლატფორმის „ომი და სანქციების“  ბაზაში  კომპანია „პეტროკასი“ და მისი მფლობელი, დავით იაკობაშვილი დაემატა. სანქციების ბაზაში დამატება ნიშნავს, რომ უკრაინა კომპანიისა და მისი მფლობელისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობას იწყებს. ამ დროისთვის დავით იაკობაშვილის ბიზნესზე უკრაინის სანქციები არ ვრცელდება. პლატფორმა „ომი და სანქციები“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს მხარდაჭერით შეიქმნა. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობპროდუქტების გიგანტმა ...

Read More »

რუსეთი ორი თვის განმავლობაში ლიდერობს ჩინეთში ნავთობის მიწოდებით

რუსეთი ივნისის თვეში  მეორე თვეა ზედიზედ ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია მაისის თვეში რეკორდული მიწოდების ფონზე. Reuters-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ივნისში რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტმა შეადგინა 7,29 მლნ ტონა, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს დარჩეს ლიდერებს შორის ქვეყანაში აღნიშნული სახის საწვავის მიწოდების მიხედვით. ამასთან, ეს მაჩვენებელი 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ ოდნავ ნაკლებია მაისის რეკორდულ მონაცემზე. მაშინ რუსეთმა მიაწოდა 8,42 ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელიც ქვანახშირსა და ნავთობასც შეეხება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა. უკრაინაში შეჭრის გამო, გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ეხება ქვანახშირს და ნავთობსაც. პირველის იმპორტი 10 აგვისტოდან აიკრძალება, მეორის კი – 31 დეკემბრიდან. იკრძალება ამ საქონლის ტექნიკური, ფინანსური და საშუამავლო მომსახურებაც. წინა ჯერზე, 23 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა რუსეთისთვის საავიაციო საწვავის და ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული საქონლის და ტექნოლოგიების და ეროვნული ვალუტის, ...

Read More »

იტალიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, არის საფრთხე, ცეცხლი სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს

იტალიაში ტოსკანადან ტრიესტამდე ტყის ხანძრებს ებრძვიან. როგორც „როიტერი“ წერს, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანას რეგიონში. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახლოს მდებარე სოფლებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა 650-მდე ჰექტარი ტყე. ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყის მასივშიც. ქალაქის მერის ცნობით, შესაძლოა, მალე ქალაქი წყლისა და ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი საქართველოში რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ესკო) თანახმად, მაისსა და ივნისში ქვეყანამ ელექტროენერგიის გაყიდვით რეკორდული, 53.8 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 15.7 მილიონზე, 242.3%-ით მეტია. კერძოდ, მაისში საექსპორტო ღირებულებამ 23.6 მილიონი, ივნისში კი – 30 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე, ძირითადად, სამი თვის განმავლობაში, მაისში, ივნისსა და ივლისში გააქვს, თუმცა წელს მხოლოდ 2 თვეში ...

Read More »

“რუსეთი გვაშანტაჟებს, რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს – ევროპა მზად უნდა იყოს”

რუსეთი გვაშანტაჟებს, რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს – ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს რუსული გაზის მიწოდების ნაწილობრივი თუ სრული შეწყვეტა, ევროპა მზად უნდა იყოს, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „რუსეთი გაზს იარაღად იყენებს. ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროკავშირის დონეზე. პანდემიიდან ვისწავლეთ, რომ თუ ერთიანად ვიმოქმედებთ, შეგვიძლია გადავჭრათ ნებისმიერი კრიზისი. მოდით ვიმოქმედოთ ერთად, რათა შევამციროთ გაზის მოხმარება და შევქმნათ ...

Read More »

პუტინი: ზამთარი გრძელი გამოდგა, ქარი არ იყო და მორჩა

„ენერგეტიკის ფასები გაიზარდა დასავლეთის პოლიტიკის გამო“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზის დროს განაცხადა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთში ენერგოკრიზისი გაზპრომის გამოწვეული არაა და ეს მათი ენერგოპოლიტიკის ბრალია. „ისინი არატრადიციული ურთიერთობების დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზის, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და მორჩა“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. რუსეთის ლიდერმა ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

2022 წლის ექვს თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 31.1%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 83.5%-ით გაიზარდა

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებულია 1 მილიარდ 174 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 მილიარ 706 მილიონ 132 ათასი კვტსთ) 31.1%-ით ნაკლებია. იმპორტით წლის პირველ ნახევარში შემოტანილი ელექტროენერგიის 55.5% (652 მილიონ 100 ათასი კვტსთ) ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. შარშან ეს მაჩვენებელი 53.3%-ს (909 მილიონ 89 ათასი მლნ კვტსთ) შეადგენდა მიმდინარე წლის ...

Read More »