„ენერგეტიკის ფასები გაიზარდა დასავლეთის პოლიტიკის გამო“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზის დროს განაცხადა.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთში ენერგოკრიზისი გაზპრომის გამოწვეული არაა და ეს მათი ენერგოპოლიტიკის ბრალია.
„ისინი არატრადიციული ურთიერთობების დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზის, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და მორჩა“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ დასავლეთი გაზპრომს ადანაშაულებს ენერგეტიკულ კრიზისში, თუმცა თავად დახურა ენერგეტიკული მარშრუტები და სანქციები დააწესა.
„აბა, რა შუაშია გაზპრომი? დაკეტეს ერთი მარშრუტი, მეორე მარშრუტი, სანქციების ქვეშ დააყენეს ბენზინგასამართი სადგურები. თვითონ დახურეს ყველაფერი“, – აღნიშნავს პუტინი.