თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

2022 წლის ექვს თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 31.1%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 83.5%-ით გაიზარდა

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებულია 1 მილიარდ 174 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 მილიარ 706 მილიონ 132 ათასი კვტსთ) 31.1%-ით ნაკლებია.

იმპორტით წლის პირველ ნახევარში შემოტანილი ელექტროენერგიის 55.5% (652 მილიონ 100 ათასი კვტსთ) ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. შარშან ეს მაჩვენებელი 53.3%-ს (909 მილიონ 89 ათასი მლნ კვტსთ) შეადგენდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტირებულია 632 მილიონ 300 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი ექვsი თვის მაჩვენებელზე (339 მილიონ 636 ათასი კვტსთ) 83.5%-ით მეტია.

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ყოველ კვტსთ ექსპორტზე გატანილ ელექტროენერგიაზე 5.02-ჯერ მეტი შემოჰქონდა იმპორტით, ხოლო 2022 წლის ექვს თვეში ყოველ კვტსთ ექსპორტზე გატანილ ელექტროენერგიაზე 1,88-ჯერ მეტი.

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან ტრანზიტით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1367%-ით მეტი ელექტროენერგია გავიდა.

ტრანზიტის 60% (424.4 მლნ კვტსთ) აზერბაიჯანიდან თურქეთში, 28.1% (198.8 მლნ კვტსთ) რუსეთიდან თურქეთში, ხოლო 11.9% სომხეთიდან თურქეთში გატანილი ელექტროენერგიის წილია.

შარშან ექვს თვეში ტრანზიტით (აზერბაიჯანი → თურქეთი) მხოლოდ 48.2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გავიდა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply