Author Archives: admin

ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

თურქეთმა ივნისში გაზის იმპორტი შეამცირა

თურქეთში ბუნებრივი გაზის იმპორტი ივნისში 5,6%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით და 3,836 მლრდ კბ/მ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი სამმართველო ავრცელებს. მთელი იმპორტიდან 3,274 მლრდ კბ/მ გაზი ქვეყანამ მილსადენებით მიიღო, ხოლო 561,8 მლნ კბ/მ გათხევადებული ბუნებრივი გაზის სახით ტანკერებიდან. საანგარიშო პერიოდში მილსადენებით გაზის იმპორტი 13,5%–ით შემცირდა, ხოლო ტანკერებით მიღებული გათხევადებული გაზის მოცულობა 102%–ით გაიზარდა. ივნისში ყველაზე ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 20%-ით შემცირდა

ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი ვოლატილობაა: გასულ 24 საათში ევროპული გაზის ბენჩმარკის – Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათ ენერგიაზე თითქმის 20%-ით 274 ევრომდე შემცირდა. ექსპერტების შეფასებით, ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი ვარდნა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: მსგავსი მასშტაბის კორექცია მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, ბირჟაზე ტრეიდერებს გაუჩნდათ სურვილი მოგება გაენაღდებინათ, რამაც ფასის დინამიკა მოკლევადიან პერსპექტივაში აღმასვლიდან დაღმასვლისკენ მიმართა. ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასმა 700 ევროს გადააჭარბა

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასმა 26 აგვისტოს მიწოდების პირობით 1 მგვტ/სთ-ზე 700 ევროს გადააჭარბა. APA-ს ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპული ელექტრობირჟა Nord Pool ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ავსტრიაში 1 მგვტ/სთ-ზე  ელექტროენერგიის ფასმა 707,23 ევრო შეადგინა,  საფრანგეთში – 706,32 ევრო, ბელგიაში – 700,41 ევრო, ხოლო გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში 690 ევროს გადააჭარბა. წინა დღეს ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 630 ევროს არ აღემატებოდა. ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში, ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრშია განთავსებული. „ვიდრე რუსეთი ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ოკუპაციას ახდენს, რეაქტორების ექსპლუატაციის მთავარ რისკად რეაქტორების გაგრილების სისტემა რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნოს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„გაზპრომმა“ საფრანგეთს გაზის მიწოდება კიდევ შეუმცირა

ფრანგული კომპანია Engie-ს ცნობით, რუსული „გაზპრომი“ საფრანგეთს, გაზის მიწოდებას 30 აგვისტოდან კიდევ უმცირებს. ამის მიზეზი მხარეებს შორის კონტრაქტის პირობებზე მომხდარი უთანხმოებაა. კომპანია აღნიშნავს, რომ მან უკვე დააგროვა გაზის საკმარისი მოცულობები მომხმარებლების მიწოდებისთვის და დანერგა მთელი რიგი შემარბილებელი ზომები რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში. გასული კვირის მდგომარეობით, საფრანგეთში გაზის საცავები 90%-ზე მეტი იყო შევსებული. ინდუსტრია თვლის, რომ ქვეყანას აქვს შანსი, ნოემბრის დასაწყისში სამიზნე ...

Read More »

თეთრი სახლი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამო შექმნილ საფრთხესთან დაკავშირებით რუსეთს გამოსავალს სთავაზობს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისგან მომდინარე რეალური საფრთხე რუსეთ-უკრაინის ომის ამ ეტაპზე, მსოფლიო ლიდერებისთვის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი “ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად” სადგურის კონტროლირებად გამორთვას მიიჩნევს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა თეზისი, რომ რუსეთი უნდა დაეთანხმოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტრისადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას. კირბიმ ასევე განაცხადა, რომ “ყველაზე უსაფრთხო ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინას შეუძლია გახდეს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გახდეს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. „უკრაინას შეუძლია გახდეს და მჯერა, რომ გახდება ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. უკრაინასთან ერთად თქვენ [ევროპა] შეძლებთ თავიდან აიცილოთ ფასების კრიზისი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას გაზის შენახვის უნიკალური სისტემა აქვს, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია და ევროპელებს შეუძლიათ მათი ...

Read More »

შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით

შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმიდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადაჭარბებს, თუ წყალუხვობა შენარჩუნდება წლის ბოლომდე. 2022 წლის, 12 აგვისტოს მონაცემებით, შუახევიჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ ...

Read More »

ბერბოკი: გერმანიამ, რუსულ გაზზე დამოკიდებულებით, საკუთარი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დათმო

„გერმანიამ, რუსულ გაზზე დამოკიდებულებით, საკუთარი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დათმო“, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ თავს ვიტყუებთ, როცა ვამბობთ, რომ რუსეთისგან ოდესმე იაფ გაზს ვიღებდით. შეიძლება, რუსულ გაზში ცოტა გადავიხადეთ, მაგრამ ძალიან ბევრი გადავიხადეთ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. უკრაინამ კი, ამის გამო ადამიანების სიცოცხლით გადაიხადა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

Read More »

ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გაძლებს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს. „ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, – განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“. ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული ...

Read More »