Author Archives: admin

რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში — მეცნიერული ახსნა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან, უკიდურესად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმომეტრის მონაცემები, რომელიც მიწისძვრის ტალღების გამომწვევ ბიძგებს ზომავს, მიუთითებს, რომ მიწისძვრა 7,8-დან 10-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. სეისმური ტალღები სენსორებმა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს, მათ შორის, ბრიტანეთშიც კი. მიწისძვრა მართლაც მასშტაბური იყო. წყაროდან, ანუ ეპიცენტრიდან ზემოთ წამოსული ენერგიით გამოწვეულმა რყევამ მოსახლეობას საზარელი შედეგები მოუტანა. დაინგრა მრავალი შენობა, ორივე ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 2000 ადამიანი, ვრცელდება ცნობები გაზსადენების დაზიანებით გამოწვეული ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

„გაზპრომი“ საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას ქმნის

რუსული ბუნებრივი აირის კომპანია „გაზპრომი“ საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას შექმნის. რუსეთის მთავრობამ გაზპრომის შვილობილ ნავთობკომპანიას, „გაზპრომ ნეფტს“ ნება მისცა, შექმნას საკუთარი კერძო დაცვის კომპანია, რათა საკუთრებაში არსებული ობიექტები დაიცვან. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 70%-ის მფლობელი „გაზპრომ ნეფტი“ იქნება, 30%-ის კი დაცვის კერძო ორგანიზაცია სტაფ-ცენტრი. 2022 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საწვავისა და ენერგოობიექტების დაცვის მოთხოვნებს ამკაცრებდა. ...

Read More »

მიმდინარეობს USAID-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების შესახებ

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, მართავს საჯარო-კერძო დისკუსიას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდამჭერი სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების და პროცედურების შესახებ. ღონისძიების მიზანია გააუმჯობესოს არსებული საინვესტიციო გარემო განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ენერგოსისტემების ინტეგრაციის საკითხებში, ცნობიერების ამაღლებისა და რესურსების მობილიზების საშუალებით, იმის ...

Read More »

დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე მისალოც განცხადებას აქვეყნებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ვულოცავ უკლებლივ ყველას, განსაკუთრებით თსუ-ს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მომავალ სტუდენტებს. 105 წელი ღირსშესანიშნავი თარიღია, რომელიც ბევრ ისტორიულ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. 1918 წლიდან სწორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პირველმა ეროვნულმა უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი მაღალი ...

Read More »
ნენსკრა ჰესს მწვანე შუქი აუნთეს, რიგში - ხუდონ ჰესია

ხაიშელების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ქვეყანას ხუდონჰესი შეემატება

,,ძველი სქემით იძირებოდა სოფელი თავისი ეკლესიებით და სასაფლაოთი, ახლა ეს გამოირიცხა, ახალი სქემით კაშხალი გადატანილია 6 კილომეტრით ზევით” ხუდონჰესის პროექტი ახალ სიცოცხლეს იძენს. მთავრობამ ,,ოქროს შუალედი” გამონახა. ჰესი აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბორება.  ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, პირდაპირ აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი განხორციელდება ისე, რომ  ქვეყანას და ხალხსაც ...

Read More »

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა. მაია მელიქიძემ ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდასაჭერი მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ. კონფერენცია სახელწოდებით ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2023“ კომპანია ,,Invest In Network“-ის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ...

Read More »
გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

Goldman Sachs-ი ევროპაში ბიომეთანის წარმოების გასაზრდელად $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა ბიომეთანის ბიზნესი, სახელწოდებით Verdalia წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ევროპაში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ბიომეთანი წიაღისეულზე დაფუძნებული ბუნებრივი აირის ალტერნატივად მიიჩნევა და მნიშვნელოვანი როლი უკავია ევროკავშირის ემისიების შემცირების გეგმაში. ევროკავშირს ბიოგაზისა და ბიომეთანის წარმოების ათჯერ გასაზრდელად, რათა 2030 წლისთვის წლიურად მიღებული ენერგიის სიმძლავრემ 370 ტერავატ/საათს მიაღწიოს, დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ინვესტიცია ესაჭიროება. ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

8 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და VI კვარტლების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ლორთქიფანიძის, ბარათაშვილის, მაღალაშვილის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, აფაქიძის, ...

Read More »
გზა, რომელიც ელექტრომობილებს ტენის უკვე ტესტირების რეჟიმშია

BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’

BMW-ის პატენტი შექმნის ავტომობილის სავალი ნაწილის ახალ დიზაინს, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს მანქანის  ხელოვნურ უსწორმასწორობებზე მოძრაობისას წარმოქმნილი ენერგია. CarBuzz-მა, სატრანსპორტო საშუალების სიახლეების ვებსაიტმა, აღმოაჩინა დოკუმენტები გერმანიის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისიდან BMW-ის საკიდრების დიზაინისთვის, რომელსაც შეუძლია ენერგიის მიღება საგზაო დაბრკოლებებისგან, შედეგად კი, ელექტრო ძრავების დამუხტვა მანქანის მოძრაობისას. როდესაც მანქანა მოძრაობს,  ენერგიას გზის დაბრკოლებებიდან, სავალი ნაწილის ზამბარებში ჩვეულებრივ შთანთქავს  და შემდეგ ენერგია  ...

Read More »

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კაშხლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კაშხლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის ზონაში, ადანაში არსებული Seyhan-ისა და Çatalan-ის კაშხლებს არ აქვთ პრობლემები და არ არსებობს არც რაიმე რისკები ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით. ცნობისთვის, Seyhan-ის კაშხლის სიმაღლე 53 მ-ს შეადგენს, წყალსაცავის მოცულობა 750 მლნ კუბ.მ-ს, ხოლო სარკის ზედაპირის ფართობი 68 კვადრატულ კილომეტრს. Çatalan-ის კაშხლის სიმაღლე ...

Read More »