თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კაშხლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კაშხლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
მიწისძვრის ზონაში, ადანაში არსებული Seyhan-ისა და Çatalan-ის კაშხლებს არ აქვთ პრობლემები და არ არსებობს არც რაიმე რისკები ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით.
ცნობისთვის, Seyhan-ის კაშხლის სიმაღლე 53 მ-ს შეადგენს, წყალსაცავის მოცულობა 750 მლნ კუბ.მ-ს, ხოლო სარკის ზედაპირის ფართობი 68 კვადრატულ კილომეტრს.
Çatalan-ის კაშხლის სიმაღლე 70 მეტრია, წყალსაცავის მოცულობა 2,126 მილიარდი კუბ.მ, ხოლო სარკის ზედაპირის ფართობი 82 კვადრატული კილომეტრი.

Leave a Reply