USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, მართავს საჯარო-კერძო დისკუსიას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდამჭერი სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების და პროცედურების შესახებ.
ღონისძიების მიზანია გააუმჯობესოს არსებული საინვესტიციო გარემო განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ენერგოსისტემების ინტეგრაციის საკითხებში, ცნობიერების ამაღლებისა და რესურსების მობილიზების საშუალებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობამ ახლახან მიიღო მხარდამჭერი მექანიზმი და შესაბამისი სიმძლავრის აუქციონის წესები მალე ამოქმედდება.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძისა და USAID/Georgia მისიის დირექტორის ჯონ პენელის მისასალმებელი სიტყვით.