Tag Archives: ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან 2030.news-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, დაშავებულები არ არიან, თუმცა არსებობს აალების საფრთხე, რადგან საწვავი მაგისტრალზე იღვრება. მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ. როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის. წყარო: 2030.news

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

2016-2017 წლებში სახელმწიფოს საწვავით „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, „რომპეტროლ საქართველო” და „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია” მოამარაგებენ. მობილურ მომსახურებას კი ისევ „მაგთიკომი” და „ჯეოსელი” გაუწევს. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით დადგინდა, რომ  სუპერის ტიპის ბენზინის შესასყიდ ტენდერში „ვისოლ პეტრიულ ჯორჯიამ გაიმარჯვა”. პრემიუმის ტიპის ბენზინს სახელმწიფო „რომპეტროლ საქართველოსგან” შეისყიდის – ერთ ლიტრს 1,47 ლარად, ევრორეგულარს ასევე „რომეპტროლისგან”  1,40 ლარად. ევროდიზელს ასევე „რომპეტროლისგან” ...

Read More »