სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

2016-2017 წლებში სახელმწიფოს საწვავით „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, „რომპეტროლ საქართველო” და „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია” მოამარაგებენ. მობილურ მომსახურებას კი ისევ „მაგთიკომი” და „ჯეოსელი” გაუწევს.

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით დადგინდა, რომ  სუპერის ტიპის ბენზინის შესასყიდ ტენდერში „ვისოლ პეტრიულ ჯორჯიამ გაიმარჯვა”. პრემიუმის ტიპის ბენზინს სახელმწიფო „რომპეტროლ საქართველოსგან” შეისყიდის – ერთ ლიტრს 1,47 ლარად, ევრორეგულარს ასევე „რომეპტროლისგან”  1,40 ლარად. ევროდიზელს ასევე „რომპეტროლისგან” 1, 43 ლარად, დიზელს კი სახელმწიფო „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისგან” 1, 33 თეთრად შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებული დაბალი ფასის მიხედვით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა.

რაც შეეხება ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების მისაღებად ჩატარებულ ტენდერს აქ გასული წლის მსგავსად ორმა კომპანიამ „მაგთიკომმა” და „ჯეოსელმა” გაიმარჯვეს. 2015 წელს საწვავის შესყიდვის მიზნით კი ტენდერში გამარჯვებულად, „ლუკოილ ჯორჯია”, „ვისოლპეტროლიუმ ჯორჯია”, „რომპეტროლ ჯორჯია” და „სოკარ ჯორჯია” გამოვლინდნენ.

2016-2017 წლების ტენდერის შედეგები 2017 წლის 31 იანვარის ჩათვლით მოქმედებს.

ავტორი: სალომე სოსელია

Leave a Reply