Tag Archives: #თბოელექტროსადგური

აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, თბოელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა. წყარო: europetime.eu

Read More »

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – რუსებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დანაღმულია

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – აღნიშნულის შესახებ რუსული გარნიზონის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განაცხადა. მედიის ცნობით, ოკუ­პან­ტებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნაღ­მუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას “ბირ­თვულ ფა­რად” იყე­ნებს. “აქ იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა, ან გა­და­ი­ბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თქვენ, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, მზად უნდა იყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბის ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე წვდომა

უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბორელი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. „ევროკავშირი გმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა“, – წერს ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას მკაცრად გმობს

უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინდელი დაბომბვით, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას, გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, – აცხადებს გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. მისივე განცხადებით, მზად არის, უხელმძღვანელოს მისიას, რომელშიც გაერო-ს სააგენტოს ექსპერტები შევლენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „ეს მისია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბირთვული უსაფრთხოების ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი გარდაბნის თბოსადგურ 2-ს ეწვია

საქარველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოსადგურ 2-ს კორპორაციის დირექტორებთან და თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად ეწვია. გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში იგი თბოსადგურის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან გარდაბანი 2-ის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ენერგოსტაბილურობის საქმეში შესრულებულ როლზე ისაუბრა. გიორგი ჩიქოვანი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის ...

Read More »

გიორგი ბახტაძე გარდაბანში თბოსადგურების მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, შპს „გარდაბნის თბოსადგურსა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, შვილობილი კომპანიების, თბოსადგურების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა. შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის დირექტორთან, მერაბ კიპაროიძესთან შეხვედრისას, კორპორაციის ხელმძღვანელმა, თბოსადგურების სამუშაო დღის ...

Read More »

თურქეთში თბოელექტროსადგურთან ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვანახშირის თბოელექტროსადგურთან ღამით გაჩენილი ხანძარი, რის გამოც გასულ საღამოს ევაკუაცია გამოცხადდა, ჩააქრეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქემერკოის თბოელექტროსადგურზე ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უზრუნველყოფილია. TRT-ს ცნობით, აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებებიც გატანილია.  მაშინ, როდესაც ადგილობრივი მერი ევაკუაციის შესახებ ცნობებს ტვიტერის საშუალებით ავრცელებდა, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თბოელექტროსადგურის დაწვის საფრთხეზე A Hbr-ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. მერის ინფორმაციით, მწირი საჰაერო დახმარება, ფაქტობრივად სადგურის ირგვლივ ცეცხლის ალის ...

Read More »

თურქეთის მთავრობა – ხანძარს თბოელექტროსადგურის მთავარი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია

თურქეთის ტყის ხანძარს კემერკოის თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია. „ობიექტზე განხორციელებული ევაკუაციის შემდგომი პირველადი მოკვლევის თანახმად, თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაზიანებულა,“- წერს კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი „ტვიტერში“. ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც რადენიმე საათის წინ თანამშრომლებისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის ...

Read More »