Tag Archives: #თალიბანი

ჩინეთმა თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარის, ამუდარიის აუზიდან ნავთობის მოპოვებას დაიწყებს. საუბარია 4 500 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე. ეს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია. აღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-მ ავღანეთს სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო აქტივები დაუყადაღა და ...

Read More »

თალიბებმა რუსული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თალიბებმა ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან დროებითი შეთანხმება გააფორმეს. ავღანეთის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრ ჰაჯი აზიზის განცხადებით, მისი სამინისტრო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის საკითხზე მუშაობს, ხოლო რუსეთმა მათ საქონლის საშუალო გლობალურ ფასზე შესთავაზა ფასდაკლება. რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება პირველი ცნობილი საერთაშორისო ეკონომიკური გარიგებაა, რომელიც თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გააფორმეს. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, ისლამისტურ მოძრაობას იზოლაციის შემსუბუქებაში დაეხმაროს, ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

„თალიბანის“ თხოვნით, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა

„თალიბანის“ თხოვნის საფუძველზე, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირი ავრცელებს. გასულ კვირას, ავღანეთში ერთი ტონა საწვავის ფასმა 900 დოლარს მიაღწია. ფასების მატების შესაკავებლად, თალიბებმა ირანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, მოვაჭრეებისთვის საზღვრები ღია დაეტოვებინა. „თალიბანმა“ ირანს შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „შეგიძლიათ გააგრძელოთ ნავთობპროდუქტების ექსპორტი“, – განაცხადეს ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა ...

Read More »