Tag Archives: #სერბეთი

სამხრეთის გაზის დერეფანი სერბეთს სატრანზიტო ქვეყნად გადააქცევს

სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით, სერბეთი არა მხოლოდ გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ექნება შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ეს გაზი მიედინება სხვა ქვეყნებში, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Trend-თან განაცხადა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება უახლოეს წლებში, რასაც მოწმობს ევროკავშირის ინტერესი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდაზე. აზერბაიჯანული გაზი, რა ...

Read More »

სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს

სერბეთი განიხილავს მეზობელ ქვეყნებთან გაზის კავშირების გაფართოებას, რათა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ამ ინფორმაციას Bloomberg 16 დეკემბერს ავრცელებს. სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. მისი თქმით, სერბეთი “ასობით მილიონი ევროს ღირებულების” პროექტებს განახორციელებს გაზის ისეთი ქვეყნებიდან შესაძენად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ასევე საბერძნეთის თხევადი გაზის ტერმინალებთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, სერბეთი მონაწილეობს ბულგარეთთან 93 ...

Read More »

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმაგანაცხადა. მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“. ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 ...

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი €12-მილიარდიან ენერგეტიკულ საინვესტიციო გეგმას აყალიბებს

რუსეთიდან ხორვატიის გავლით ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდგომ, სერბეთი €12-მილიარდიან ენერგეტიკულ საინვესტიციო გეგმას აყალიბებს. პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ინფორმაციით, დაფინანსება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში განხორციელდება და დივერსიფიკაციასა და უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ უქმეებზე გამოქვეყნებულ საჯარო მიმართვაში ვუჩიჩმა ნავთობის წყაროების დივერსიფიკაციაზე ისაუბრა და დასძინა, რომ სერბეთს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ნავთობისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტის განცხადება ...

Read More »

უნგრეთი და სერბეთი ააშენებენ ნავთობსადენს რუსული საწვავის ტრანსპორტირებისთვის

ბუდაპეშტი და ბელგრადი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის აშენებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება “დრუჟბას” მილსადენიდან. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა. „ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს და მისცემს სერბეთს “ურალის” იაფი ნავთობის მიღების საშუალებას“, – ვკითხულობთ მის სოციალურ ქსელში. კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს, მაგრამ “მომავალში ეს ძნელად შესაძლებელი ...

Read More »

სერბეთი აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა

სერბეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია EPS აზერბაიჯანთან 2600 მგვტ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა Reuters-ს განუცხადა. მიხაილოვიჩმა აღნიშნა, რომ ბელგრადი ამჟამად, ამ ელექტროენერგიის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თურქეთთან აწარმომებს. მისი თქმით, სერბეთი ასევე განიხილავს ელექტროენერგიის დამატებით იმპორტს უნგრეთიდან. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 2,6 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 19,115 ...

Read More »

ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გაძლებს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს. „ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, – განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“. ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული ...

Read More »

სერბეთის ენერგეტიკის მინისტრი – მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რათა დავჯავშნოთ გაზის მოცულობები, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება

სერბეთი, რომელიც მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, 2023 წელს ბუნებრივი აირის შეძენას აზერბაიჯანისგან გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით წერს. მინისტრ ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებით, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება. „ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რომ დავჯავშნოთ გაზის მოცულობები მომავალი წლისთვის, რადგან სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება დასრულდება მომავალ წელს სექტემბერში“, – განაცხადა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა ...

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – RTS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვუჩიჩის განმარტებით, ევროკავშირი ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ბარელი დაახლოებით 31 დოლარით ძვირია. სერბეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიის ომიშის პორტში ტანკერებით ხდებოდა. ევროკავშირის სანქციები კი, რუსული ნავთობის საზღვაო გზით ...

Read More »

სერბეთს აზერბაიჯანისგან რუსეთის გაზზე უფრო უფრო იაფი გაზის შეძენა სურდა

„სერბეთი ამჟამად ქვეყნისთვის რუსული გაზით მომარაგების ალტერნატივას ვერ ხედავს’ –  განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ”ამ დრომდე რუსულ გაზს ვიღებდით უკრაინისა და უნგრეთის გავლით. ეს გაზი ყველაზე იაფი იყო ჩვენთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ამერიკელები გვეკითხებოდნენ, რატომ არ ვეძებდით ალტერნატივებს, ჩვენ ვპასუხობდით – პრობლემა არ არის. სამჯერ მივედი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასაუბროდ. ”- თქვა მან სამშაბათს ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა ...

Read More »