ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფიჩორას მიმდებარე ტერიტორიაზე ჭარბი წყლის მოცილების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები 2017 წელს დასრულდება, რის შემდეგაც, 2 900 ჰექტარ მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლის მოცილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. პროექტის ღირებულება 1 272 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. „სოფლის მეურნეობის ...
Read More »