რუსულმა ნავთობკომპანია ლუკოილმა ირანთან, ნახშირწყალბადის საბადოებთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ირანული ტელეკომპანიის Press TV-ის განცხადებით, პროექტი 6 მილიონ დოლარადაა შეფასებული. პროექტის შესახებ, ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის (NIOC) წარმომადგენლის ჰორმუზ კალავანდის გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი. მისი განცხადებით, ნახშირწყალბადის ახალი საბადოების აღმოსაჩენად კვლევები ძირითადად სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰუზეისტანის პროვინციაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ კვლევებთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გადახდა ,,ლუკოილმა“ თავის თავზე აიღო. ...
Read More »