უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერები სულ უფრო მეტად ქრებიან თვალთვალის სისტემებიდან, რაც პოტენციურ მყიდველებზე ე.წ. ჩრდილოვანი ექსპორტის მანიშნებელია. ამის შესახებ სადაზვერვო კომპანია Windward-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამი დანიელმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული, ბნელი აქტივობის დროს რუსული გემების ტრანსპონდერები საათობით გამორთულია, რასაც ადრე აშშ-ს ოფიციალური პირები „მატყუარა გადაზიდვის“ პრაქტიკად განიხილავდნენ. ...
Read More »