საქართველოს ნავთობისადა გაზის კორპორაციამ და ფრანგულმა კომპანია GEOSTOCK SAS-მა 5 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება,რომლის ფარგლებში აღნიშნული კომპანია მოამზადებს გაზის მიწის ქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. კომპანია GEOSTOCKSAS-ის შერჩევა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მოხდა. გაზის საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2016 წლის დასაწყისისათვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა დაგარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას. პარალელურად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია აწარმოებს ...
Read More »