Tag Archives: #გაერო

გაეროს სესიაზე ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა რთულ ზამთრზე, რომელიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრით, ინფლაციითა და უთანასწორობით არის განპირობებული. ,,ჩვენ გვჭირდება აქტიური მოქმედება მთელ მსოფლიოში. მოდით, ნუ შევიქმნით ილუზიებს. ჩვენ ახლა მღელვარე ზღვაში ვართ. ჰორიზონტზე გამოჩნდა რთული ზამთარი. ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯი საგრძნობლად იზრდება. ნდობაც შერყეულია. ვხედავთ  უთანასწორობას. ჩვენი პლანეტა იწვის. დაუცველი ადამიანები ...

Read More »

გაერო მზადაა შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

გაერო მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გააკეთა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული, კიევი და მოსკოვი სადგურის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე ...

Read More »

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდა, ომის ხარჯზე არ გამდიდრდნენ. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ამორალურია, რომ გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებს აზარალებს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, გაზარდონ გადასახადები ნავთობისა და გაზის კომპანიებზე. აღსანიშნავია,რომ ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „შევრონმა“ და „ექსონ მობილმა“, ასევე ორმა ევროპულა კომაპანიამ „ტოტალმა“ და „შელმა“ 2022 წლის ბოლო ...

Read More »

ნინო თანდილაშვილმა გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) დაარსებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სპეციალური სესია, ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელზეც სესიის მონაწილეებს, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით მიმართა. „2022 წელი UNEP-ისა და საქართველოს თანამშრომლობის ოცდამეათე საიუბილეო წელია. UNEP-თან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 ...

Read More »

გაეროს საავიაციო ექსპერტები თვითმფრინავების ემისიებისთვის უფრო მკაცრ სტანდარტებს განიხილავენ

გაეროს საავიაციო ექსპერტები კომერციული თვითმფრინავებისთვის ემისიების სტანდარტების გამკაცრებას კვლავ განიხილავენ. ემისიების ახალი სტანდარტების შემოღებამ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს თვითმფრინავების მწარმოებლებზე, რომლებსაც წლები სჭირდებათ მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად. სამუშაო დოკუმენტებსა და წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრაზე, საავიაციო ექსპერტებმა აშშ-დან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ემისიების სტანდარტების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ICAO-ს საავიაციო გარემოს დაცვის კომიტეტი უკვე შეთანხმდა ...

Read More »

კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია, ამაში დამნაშავე კი ადამიანია — გაერო მასშტაბურ მოხსენებას აქვეყნებს

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდ სამეცნიერო შეფასებას აქვეყნებს; მოხსენება ცალსახად მიუთითებს, რომ გლობალური დათბობა იმაზე სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე ვშიშობდით და ამ ყველაფერში თითქმის მთლიანად დამნაშავეა კაცობრიობა. მსგავსი: დედამიწის სასიცოცხლო ნიშნები სწრაფად უარესდება — 14 000 მეცნიერის გაფრთხილება კაცობრიობას #1tvმეცნიერება წარმოგიდგენთ IPCC-ის პირველი სამუშაო ჯგუფის მოხსენების ხუთ მთავარ, საკვანძო დეტალს. დაივიწყეთ 1,5 °C-იანი ზღვარი, შეეგებეთ ...

Read More »

მაია მელიქიძე UNESCAP-ის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

სემეკის წევრი და ERRA-ს თავმჯდომარე, მაია მელიქიძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკისა და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. მაია მელიქიძემ ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის და ისაუბრა ამ კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოს საგზაო რუკა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG7) მისაღწევად. მაია მელიქიძემ სემეკის სახელით გამოხატა მზადყოფნა, შესაბამის ...

Read More »

გაეროს პროგნოზით, 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა სამი გრადუსით მოიმატებს

გაერო-ს განცხადებით, მიუხედავად პანდემიის პერიოდში სათბურის აირების გამოყოფის შემცირებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შეჩერების პირობისა, დედამიწა მაინც ადგას კურსს, რომელიც საუკუნის მიწურულს მას 3 გრადუსით გაათბობს. გამონაბოლქვის დონის ყოველწლიურ შეფასებაში, გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამა აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნახშირბადით დაბინძურების მოცულობაში დაფიქსირებულ 7-პროცენტიან ვარდნას „უმნიშვნელო გავლენა“ აქვს გათბობაზე, წიაღისეულ საწვავზე ვრცელი და სწრაფი უარის თქმის გარეშე. მოხსენების ფარგლებში ...

Read More »