მსოფლიო ენერგოკრიზისის წინაშე დგას. საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებამ, რამაც ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასები რეკორდულად გაზარდა. მსოფლიო გამოსავალს მოწოდების დივერსიფიცირებასა და განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების შექმნაში ხედავს, თუმცა, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. გაძვირებული ენერგია წელს ნედლი ნავთობის ფასი 65%-ით გაიზარდა და ბარელზე $83-ს აღწევს, ხოლო მარაგები ხუთი წლის ყველაზე დაბალ დონეზეა. ...
Read More »