გერმანია ენერგოკრიზისის ზღვარზე

გერმანია ენერგოკრიზისის ზღვარზე

გერმანია მწვანე ენერგიის რამდენიმეწლიანი სუბსიდირების შემდეგ შესაძლოა გარდაუვალი ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. 39-მდე ჰესს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2015 წლის ბოლომდე აქტიური სტატუსის შეჩერება ემუქრება, რაც  ენერგიის სწორად გადანაწილებასა და მიწოდებას  სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.

გერმანული “Mittelstand News“-ის ინფორმაციით,ყოველი მეორე ჰესი დახურვის პირას არის, სწრაფად მცირდება ინვესტირების მსურველების რაოდენობაც, შესაბამისად,ყველა ეფექტური გაზზე მომუშავე ელექტროსადგური ვეღარ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას. პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება,როდესაც 2022 წელს გერმანიის ბოლო ატომური ელექტროსადგური მუშაობას შეწყვეტს. წლების განმავლობაში გერმანიის მთავრობა მზისა და ქარის ენერგიის განვითარებას აფინანსებდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ელექრენერგიის ტარიფები, მაგრამ ამავდროულად მზის ენერგიის ჭარბმა რაოდენობამ  ენერგოსისტემაში ფასების სრული კოლაფსი გამოიწვია და საბითუმო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ეს პრობლემა ჯერ კიდევ 2014 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში,როდესაც შვეიცარიის მიერ დაფუძნებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა ენერგეტიკულ საკითხებში „Finadvice” – მა შენიშნა გერმანიის მწვანე ენერგეტიკული რევოცულიის უარყოფითი ზეგავლენა მთელს ელექტრონერგიის ბაზარზე, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მთლიანი ენერგოსისტემის საიმედოობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

გერმანიაში პრიორიტეტი ცალსახად მწვანე ენერგიის წყაროებს ენიჭება, დადგენილია ელექტროენერგიის მარგინალური ფასიც,  რაც ძალიან დაბალია,რადგან მათ არ გააჩნიათ საწვავის ხარჯები. ასეთმა ხისტმა  პოლიტიკამ საბითუმო ფასებზე ცუდი გავლენა მოახდინა, მხოლოდ ნახშირისა და გაზის ძალა კი ვერ დაფარავს მათ სრულ დანახარჯს.ეს,როგორც წესი, არ უნდა იყოს პრობლემა თავისუფალ, კონკურენტულ ბაზარზე, მაგრამ მწვანე ენერგიის სუბსიდირება იმთავითვე გულისხმობს მეტი გაზისა და ნახშირის საწარმოს არსებობასა და მათ მხარდაჭერას. გერმანული საწარმოები კი ვერ იზიდავენ ინვესტორებს, რადგან მათთვის ელექტროენერგიის არსებული ტარიფები ინვესტორებისთვის საინტერესო აღარ არის.

პრობლემა იმდენად მძაფრია, რომ საწარმოები ხელისუფლებისგან ეკონომიკურ მხარდაჭერას ითხოვენ. შემცირებული მოგების მაჩვენებლები ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს ენერგეტიკულ სექტორში, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. „თუ პოლიტიკოსები გააგრძელებენ არებულ გეზს, მაშინ ჩვენთან არ იქნება ახალი,თანამედროვე ელექტროსადგურები. სახელმწიფოსგან არ არსებობს არანაირი წახალისება ინვესტორებისთვის,მიუხედავად იმისა,რომ ისინი ყოველჯერზე აცხადებენ ამის მზაობას , “ – ამბობს  გერმანელი პოლიტიკოსი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ასოციაციის  ლობისტი ჰილდეგარდ მიულერი

ბოლო ათწეულის განმავლობაში გერმანიას მწვანე ენერგიის წარმოება და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 80%-იანი შემცირება 412 მილიარდი დოლარი დაუჯდა, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მწვანე რევოლუცია საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რამაც ელექტროენერგიის ტარიფები გაორმაგდა. პოლიტიკოსების ნაწილი სწორად მიიჩნევს  ენერგოსისტემის რეფორმირებას, თუმცა ამ კუთხით ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული.გერმანიის მთავრობამ უარი თქვა ბუნებრივი აირის წარმოების ზრდაზე,შესაბამისად,თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა, გაზის ახალი საწარმოები დახურვის პირას აღმოჩნდებიან.

ნინი გელაშვილი

Leave a Reply