Tag Archives: ბაქო–თბილისი–ყარსი

საქართველოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის $588 მილიონი გამოეყო

საქართველოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის $588 მილიონი გამოეყო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის აზერბაიჯანის ნავთობის ფონდს (SOFAZ) 588,2 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი. ინფორმაცია ფონდმა საკუთარ გვერდზე განათავსა. თანხა “მარაბდა -კარწახის რკინიგზამ” რამდენიმე ტრანშად,  2016 წლის 1 იანვრამდე მიიღო. მათ შორის, 2015 წლის მეოთხე კვარტალში SOFAZ -მა  28,9 მლნ აშშ დოლარი გამოყო. შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვება წლის ბოლოს იგეგმება. სამუშაოები თურქეთის ტერიტორიაზე გაჭიანურდა.  

Read More »
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად, დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად, დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქამდე სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. “ჩვენ ...

Read More »
საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

საქართველო ბოლო წლებში აზია-ევროპის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას საკმაოდ წარმატებით ირგებს. ტრასეკას პროექტი, რომელიც 1993 წლის მაისში ბრიუსელში ევროგაერთიანების, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ იქცა რეალობად, ნავთობისა და ბუნებრივი აირების ტრანსკავკასიური მაგისტრალებით გაგრძელდა; ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციას ახალ დატვირთვას აძლევს, ეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტია. იგი მთლიანად ჯდება საქართველოს ორიენტაციული არჩევანის კონტექსტში და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ...

Read More »
ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით პირველი მატარებელი თვის ბოლოს მივა

ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით პირველი მატარებელი თვის ბოლოს მივა

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა. ამის შესახებ ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე პანელის „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულოს პროექტი, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც გამოწვეულია გეოგრაფიული ბარიერებით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დერეფანი არის კარგი ტარიფების, დროისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ბახტაძის განცხადებით, ...

Read More »
შვეიცარიულმა კომპანიამ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტისთვის ვაგონები დაამზადა

შვეიცარიულმა კომპანიამ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტისთვის ვაგონები დაამზადა

შვეიცარიულმა კომპანიამ Stadler Rail Group–ის ქარხანაში სამგზავრო ვაგონებმა შემოწმება გაიარა. აღნიშნული ვაგონები აზერბაიჯანის რკინიგზის დაკვეთით, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტისთვის დამზადდა. ვაგონების მზა კორპუსები აზერბაიჯანულმა დელეგაციამ დაათვალიერა. ვაგონები ოთხი კატეგორიით მზადდება: სტანდარტი, კომფორტი, ბიზნესი და რესტორანი. კატეგორიების მიხედვით, ვაგონები 10, 20 და 32–ადგილიანია. შეთანხმების თანახმად, პირველი 10 ვაგონი ექსპლუატაციაში 2016 წელს ჩაეშვება. წყარო: commersant.ge

Read More »
პოლონურ კომპანიას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტში შესვლა სურს

პოლონურ კომპანიას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტში შესვლა სურს

პოლონურ კომპანია TINES მიიღოს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობის სურვილი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Trend–ს TINES–ის გენერალურმა დირექტორმა თომას შუბამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია შესაძლოა პროექტში საქართველოს ტერიტორიაზე ჩაერთოს. “ჩვენ დიდი ხანი ვცდილობდით პროექტში შესვლას, მაგრამ ეს ვერ შევძელით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ პროექტს საქართველოდან შევუერთდებით. პროექტის რეალიზაციის ფარგლებში ჩვენ შევთავაზეთ მთელი რიგი გადაწყვეტებისა სარკინიგზო გადასასვლელების, ხიდების კონსტრუქციების, ...

Read More »