Tag Archives: #ავღანეთი

აზერბაიჯანმა 2016 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 50$ ჩადო

ჩინური კომპანია ავღანეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას იწყებს

ავღანეთის „თალიბანის მოძრაობის“ სამთო და ნავთობის მინისტრმა შაჰაბუდინ დელავარმა და ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ჩინურ კომპანიას კონტრაქტით გადაცემული საბადოების ფართობი 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ისინი ქვეყნის სამ პროვინციაში – სირპულში, ჯავზჯანსა და ფარიაბშია განლაგებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში. კონტრაქტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.

Read More »

ქაბულში თითქმის ამოწურული ბენზინის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ქაბულში ბენზინის მარაგი ამოიწურა, ბენზინგასამართ სადგურებთან მიტოვებული მანქანების რიგებია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დედაქალაქში დიდი მაღაზიები მასიურად დაკეტილია და მხოლოდ მცირე მაღაზიები მუშაობს, რაც შეეხება ღირებულებას, ქაბულის ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი მკვეთრად გაიზარდა: 50 ავღანიდან (62 ცენტი) – 70 ავღანამდე (86 ცენტი), თუმცა თავად საწვავი უკვე დეფიციტშია. ქალაქი გავსებულია ტანკებისა და სამხედრო მანქანების რიგებით, რომლებიც საწვავის გარეშე დარჩნენ. ნინო სამადაშვილი

Read More »