Tag Archives: Anna Grigorieva & Co LLC

ყაზახურმა მხარემ, ბათუმის ტერმინალის მმართველი კომპანიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ყაზახურმა მხარემ ბათუმის ტერმინალის მართველი კომპანიის (Batumi Terminals Limited) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საფონდო ბირჟა ავრცელებს. ყაზახურმა KazTransOil company-მა საკუთარი შვილობილი კომპანიის Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კომპანია ბათუმის ნავთობტერმინალის 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის ბორდმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 14-15 ოქტომბერს მიიღო. Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდატორად კომპანია Anna Grigorieva & Co LLC დასახელდა. ბათუმის ტერმინალი 22,2 ჰექტარზეა განლაგებული. წყარო: trend.az

Read More »