კომპანია „თელასმა“ ვერტმფრენის გამოყენებით სოფელ ახალდაბაში დიზელ-გენერატორი და საწვავი ჩაიტანა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების აღსადგენად ადგილზე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ბრიგადა. სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს. სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ...
Read More »