Tag Archives: #ინგლისი

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს

დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს „გლობალური დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგოექსპორტზე, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ბრიტანული მხარე ავრცელებს. პარტნიორობა დაეფუძნება გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სტრატეგიულ დიალოგს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრები ხელმძღვანელობენ. ახალი „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის პარტნიორობის“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო და ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. ...

Read More »
რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასის გაძვირების შემთხვევაში ქარხნების 60% შეიძლება დაიხუროს

ბრიტანული მწარმოებლების ორგანიზაციის განცხადებით, მწარმოებელი სექტორის კლება მომავალში შესაძლოა გაძლიერდეს, თუ მთავრობა არ მიიღებს ზომებს საწარმოების მხარდასაჭერად. „ამჟამინდელი კრიზისი ბიზნესს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. შეზღუდოს წარმოება ან საერთოდ დახუროს მაღაზიები, თუ მთავრობა მათ მალე არ დაეხმარება“, – ნათქვამია MakeUK-ის ანგარიშში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპაში ელექტროენერგიის ღირებულებამ პირველად 1000 ევროს გადააჭარბა. წყარო: pia.ge

Read More »

ისტორიაში პირველად – დიდმა ბრიტანეთმა თვე რუსული საწვავის გარეშე დახურა

ივნისში, ისტორიაში პირველად, ლონდონს რუსეთიდან საწვავი არ შემოუტანია. ეს მოხდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების დაწესების გამო, იუწყება Sky News. ეროვნული სტატისტიკის ოფისში განაცხადეს, რომ საქონლის იმპორტი 39 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1997 წლის იანვარის შემდეგ. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. კერძოდ, ქვეყანამ უარი თქვა რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე. დიდ ბრიტანეთში მიწოდების შეწყვეტის ...

Read More »

ბრიტანულმა Centrica-მ თხევადი აირის შეძენაზე აშშ-სთან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ბრიტანულმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია Centrica Plc-მა ხელი მოაწერა 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (8,45 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების 15 წლიან კონტრაქტს აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე თავად Centrica იტყობინება. ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ Delfin Midstream Inc-თან. ბრიტანული კომპანია აპირებს წელიწადში 1 მილიონი ტონა თხევადი აირის შეძენას Delfin Deepwater Port-ის გათხევადებული გაზის მზიდების მეშვეობით. აღნიშნული პროექტი ჯერ არ არის დასრულებული. ...

Read More »