Tag Archives: #ეკოლოია

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გრძელდება

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა ასობით სახლი და მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებს შეექმნა საფრთხე. Reuters-ის ცნობით, ხანძარს უკვე 24 ადამიანი შეეწირა. 8 თებერვალს კი, ცეცხლი ახალ რაიონებს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 300 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი მოიცვა. ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 2180 ადამიანი დაშავდა და 1180 სახლი განადგურდა. „მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია, იზრუნოს ტყეებზე ისევე, როგორც ჩვენს ცხოველებზე, სიცოცხლისუნარიანობის ...

Read More »

რა არის მიწისძვრა, რატომ და როგორ ხდება

მიწისძვრა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწის ორი ფილა უცაბედად ერთმანეთის შეეჩეხება. ზედაპირს, სადაც ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან, რღვევას უწოდებენ. ადგილს დედამიწის ზედაპირქვეშ, სადაც მიწისძვრა იწყება, ჰიპოცენტრს უწოდებენ, ხოლო ადგილს პირდაპირ მის ზემოთ, მიწისპირზე, ეპიცენტრი ეწოდება. ზოგჯერ, მიწისძვრას აქვს ე. წ. ფორშოკები. ეს გახლავთ მცირე მიწისძვრები, რომლებიც დიდ მიწისძვრამდე ხდება. დიდი მიწისძვრის მოხდენამდე, მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ესა თუ ის მიწისძვრა ფორშოკია. ძირითად ...

Read More »

საქართველოში ჰაერი ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრით აღარ ბინძურდება

მეორე დღეა, საქართველოს ჰაერი ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრით აღარ ბინძურდება და გაწმენდა დაიწყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ მიაწოდა. “რამდენიმე დღეა, მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდა, რომ მომატებული იყო მყარი ნაწილაკების შემცველობა ჰაერში. ეს დაფიქსირდა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ჩვენი სადგურებითაც… მტვრის მასების შემოჭრის პროცესი დასრულდა გუშინ და კონცენტრაცია ჰაერში ისევ მაღალია, ...

Read More »
ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას წითელი ნუსხით დაცული ხეების გაკაფვის ნებართვა მიეცა

2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 23%-ით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 2023 წლის ბიუჯეტში, 18 მილიონის ფინანსური რესურსის ინვესტირება მოხდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ითვალისწინებს სალაშქრო ბილიკების ქსელისა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ...

Read More »

წელს ევროპის ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა

ეს ზაფხული ამინდზე დაკვირვებიდან დღემდე ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ამის შესახებ BBC ევროკავშირის სატელიტების მონიტორინგზე დაყრდნობით წერს. კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ზაფხული 0,4 გრადუსით ცხელი იყო, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა. რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა აგვისტოც – 2022 წელს ზაფხულის ბოლო თვე 0,8 გრადუსით ცხელი იყო, ვიდრე 2018 წლის აგვისტო, რომელიც აქამდე ყველაზე ცხელ აგვისტოდ ითვლებოდა. ...

Read More »

შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Read More »

ცეცხლი ახალციხის მიმართულებით ვრცელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია.  

Read More »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, ...

Read More »

ოთარ შამუგიამ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა

მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული ადგილია, მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა ეკოტურისტული კოტეჯების, აჭარული ღვინის სახლისა და კაფეტერიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „წელს, დაცულ ტერიტოროებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ვფიქრობთ, წლის ...

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფის  წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკითხებზე პრეზენტაცია წარმოადგინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ფიცხელაურის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ...

Read More »