Tag Archives: #ავსტრალია

ახალ ზელანდიაში, ციკლონის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა და ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ახალ ზელანდიაში, ციკლონ „გაბრიელეს“ გამო 58 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის შესახებ გააფრთხილა და ასობით ავიარეისი გაუქმდა. ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ციკლონი ჩრდილოეთ კუნძულს უახლოვდება. საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა, კირან მაკანულტიმ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებას განიხილავს, რაც ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდება. მისი თქმით, ორშაბათი იქნება ...

Read More »

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ფიცროი კროსინგი. ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. მოსახლეობის ევაკუაცია სამაშველო ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ქვანახშირს აწვდის

უკრაინაში ქვანახშირის პირველი 39 ვაგონი ჩავიდა, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა. “დღეს G კლასის ავსტრალიური ქვანახშირით პირველი 39 ვაგონი გადმოიტვირთება. სულ უკრაინას 79000 ტონა ქვანახშირი უნდა მიეწოდოს, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია”, – ნათქვამია განცხადებაში. ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნახშირის პირველი პარტია “Центрэнерго”-ს ერთ-ერთ საწარმოს გადაეცა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ავსტრალია ენერგოკრიზისშია – მოსახლეობას საღამოს საათებში შუქის 2 საათით გამორთვისკენ მოუწოდებენ

ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუენმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მოსახლეობას, რომელშიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი, სიდნეიც შედის, მოუწოდა, განათება საღამოს ორი საათის განმავლობაში გამორთონ. ამის მიზეზი, BBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისია, რაც ფასების ზრდის გამო ავსტრალიის ელექტროენერგიის მთავარი საბითუმო ბაზრის გაჩერებამ გამოიწვია. კრის ბოუენის წინადადებით, მოსახლეობამ ყოველ საღამოს, ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ უნდა მოიხმაროს. მინისტრი ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს, ...

Read More »

ავსტრალიის შტატი წყალბადის წარმოების დასაჩქარებლად კანონების შემოღებას გეგმავს

სამხრეთ ავსტრალიის მთავრობამ, წყალბადის წარმოების დაჩქარების მიზნით, ახალი კანონმდებლობის შემუშავება დააანონსა. ახალი კანონმდებლობა შტატში წყალბადის წარმოების ლიცენზირებასა და დარეგულირებას უზრუნველყოფს. წყალბადის ახალი კანონმდებლობა სამხრეთ ავსტრალიაში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული მრეწველობისთვის არსებული ლიცენზირების წესდების მსგავსია. შემუშავებული კანონმდებლობა, წყალბადის წარმოების პროექტების ლიცენზირებისა და რეგულირებისთვის, მთავრობაში ერთიანი წვდომის პუნქტს უზრუნველყოფს. წესდება ყველა ფორმის, მათ შორის განახლებადი ენერგიისგან ნაწარმოებ მწვანე და მეთანისა და ...

Read More »

ავსტრალია ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა – „მთავრობას ეფექტური ბერკეტები ჯერ არ გააჩნია“

ავსტრალია შესაძლოა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს გაზის დეფიციტისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის გამო, განაცხადა კრის ბოუენმა, ქვეყნის ახალმა მინისტრმა კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ავსტრალია „გაზის კრიზისის ზღვარზეა და პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ვინაიდან მთავრობას ჯერ არ გააჩნია ეფექტური ბერკეტები გაზისა და ელექტროენერგიის მზარდი ფასების შესამცირებლად“. „ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრები გადის ნამდვილ ქარიშხალს მთელი რიგი ფაქტორების გამო, ...

Read More »