Tag Archives: #ნავთობი

ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო… ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ემბარგო უნდა დააწესოს. “უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო. თავისუფლებას არ აქვს ლოდინის დრო. როცა ტირანია იწყებს აგრესიას ყველაფრის წინააღმდეგ, საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. საჭიროა პრინციპული მოქმედება და ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. განსაკუთრებით ყველა დემოკრატიული ქვეყნის დონეზე, მთელი ცივილიზებული სამყაროს დონეზე. შემდეგ რუსეთი ამას იგრძნობს, მაშინ მათთვის ეს იქნება არგუმენტი, რომ მშვიდობის ...

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის იმპორტის ასაკრძალად მზად არის

საფრანგეთი მზად არის აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. მან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას „მასობრივი მკვლელობა“ უწოდა და თქვა, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ, დაისაჯონ ამ დანაშაულებისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ევროპაში ერთიანობაა საჭირო რუსეთისთვის უფრო მკაცრი ენერგეტიკული სანქციების დაწესებისთვის. „რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ღრმად ...

Read More »

ბორელმა კიევში რუსულ ენერგორესურსებზე სანქციები დააანონსა

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში მისი ინტერვენციის გამო. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ვიზიტისას, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. “ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და ასე გავაგრძელებთ. თქვენ გვითხარით, რომ მეტი სანქციები დაგვეწესებინა. გვესმის თქვენი და ვიცით, რომ მართალი ხართ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, ...

Read More »

აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს. აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, კენჭისყრა ერთსულოვანი იყო: დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო. მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს. ამასთან, კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები – მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ აშშ-ს წლებია შეყვანილი ...

Read More »

პოდოლიაკი – მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მისი ნავთობისა და გაზის ყიდვა ტერორიზმის დაფინანსებაა

კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. „კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია. თავდასხმის შედეგად ათეულობით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანია – ოჯახები ბავშვებით, რომლებიც ევაკუირებას ცდილობდნენ. მსოფლიოს უნდა ესმოდეს: რუსეთი ტერორისტული ...

Read More »

სამხრეთ კორეა ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებას აპირებს

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა გამოყოს  კიდევ 7,23 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული მარაგი, რათა დაეხმაროს ენერგომატარებლებს  მაღალი ფასების შემცირებას უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე. აღნიშნულის შესახებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. მანამდე სეულს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი 4,42 მლნ ბარელის გამოყოფა. გადაწყვეტილება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული. გასული თვიდან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი მარაგებიდან სულ 180 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყოს  უკრაინის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 7 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.58  (-  0.49)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.03  (-  0.20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინელები რუსეთს გაზსა და ნავთობში იუანს უხდიან

ჩინელი იმპორტიორები, რომლებიც რუსეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობის შენარჩუნებას ცდილობენ, რუსულ ნედლეულში იუანის გადახდაზე გადავიდნენ. ამ სახით შემდგარი გარიგებით პირველი მიწოდება აპრილში იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს. ადგილობრივ ვალუტაში გადახდის გადაწყვეტილებმა ჩინურმა კომპანიებმა სანქციების გამო მიიღეს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო დაუწესეს. შეზღუდვების გამო ზოგიერთ რუსულ ბანკს საერთაშორისო საგადახდო სისტემაზე SWIFT წვდომა აღარ აქვს. 2021 წელს ჩინეთისთვის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 412.371 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2,04   მილიონი ბარელით  და შეადგინა  236,787  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,77  მილიონი ბარელით და შეადგინა  114,301 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

2022 წლის 6 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.07  (-  5.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.23  (-  5.73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »