Tag Archives: #გაზი

ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას ხვალიდან შეუწყვეტს

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის ინფორმაციით, ხვალიდან რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყეტს. “რუსულმა კომპანია “გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს შეწყვეტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ფინურ კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენიდან მიაწვდიან. “ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და უახლოეს თვეებში შევძლებთ ჩვენი აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას”, – აცხადებს Gasum-ის გენერალური დირექტორი, მიკ ვილიანენი. ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

რუსეთის მტკიცებით, Gazprom-ის კლიენტების ნახევარმა რუბლის ანგარიშები გახსნა

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, Gazprom-ის უცხოელი კლიენტების დაახლოებით ნახევარმა დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა Gazprombank-ში რუბლის ანგარიშის გახსნის შესახებ. “ვფიქრობ, გვყავს დაახლოებით 54 კომპანია, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები Gazprom Export-თან. ჩემი მონაცემებით, მათგან დაახლოებით ნახევარმა უკვე გახსნა სპეციალური ანგარიშები ჩვენს უფლებამოსილ ბანკში – უცხოური ვალუტის და რუბლის ანგარიშები”, – თქვა ნოვაკმა დღეს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე. მან არ დაასახელა ის კომპანიები ან ქვეყნები, ...

Read More »

ფინეთს რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, ხვალიდან შეუწყდეს

ფინეთში რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, 20 მაისს, გვიან ან 21 მაისს შეწყდეს. ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია ამ ვადებში მიწოდების შეწყვეტის რისკს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Gasum რუსული გაზის გარეშე დარჩენის პირობებისთვის ემზადება. კომპანია ზაფხულის განმავლობაში აპირებს, ფინეთ-ესტონეთის ქსელების დამაკავშირებელ ...

Read More »

ავსტრია „გაზპრომს“ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს მიწისქვეშა გაზის საცავზე წვდომას ართმევს

ავსტრიის მთავრობამ მიიღო ზომების პაკეტი რუსული გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. სხვა საკითხებთან ერთად, ზალცბურგის მახლობლად გაზის საცავი პირდაპირ დაუკავშირდება ავსტრიის გაზმომარაგების ქსელს. 18 მაისს დამტკიცდა პაკეტი, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას ჩამოერთვას რუსული კონცერნი გაზპრომისთვის წვდომის უფლება ჰეიდახში ზალცბურგის მახლობლად მდებარე გაზის საწყობზე.

Read More »

ექსპერტები: გერმანიამ რუსული ნავთობის მოხმარება 35%-დან 12%-მდე უკვე შეამცირა

გერმანიამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, უკვე შეამცირა რუსული ნავთობის მოხმარების წილი 35%-დან 12%-მდე. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინელი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფის (Yermak-McFaul group) პრესსამსახურმა განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს. “ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეწყვიტოს კრემლის დაფინანსება, რომელმაც 20 მილიარდი ევრო გამოიმუშავა ნავთობიდან უკრაინაში სისხლისღვრის 2.5 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯგუფმა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მომზადებული ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა ...

Read More »

იმის მიუხედავად, დააწესებს თუ არა ევროკავშირი ემბარგოს, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე შეწყვეტს

მიუხედავად იმისა, დაწესდება თუ არა ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგო, გერმანია გეგმავს, რომ წლის ბოლომდე მის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გერმანიის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ძალისხმევას მიმართავს ალტერნატიულ მომწოდებლებთან კონტრაქტების გასაფორმებლად. ამასთან, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ შეძლებს დარჩენილი გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებას მომდევნო 6-7 თვეში. ამავდროულად წყაროს ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტი კანცლერ ოლაფ შოლცის მეთაურობით ...

Read More »

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს, რათა რუსეთის მხრიდან მიწოდების შეწყვეტის ან მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში ზედმეტად გაზრდილი ფასები თავიდან აიცილოს. ევროკომისია ენერგეტიკულ ბაზარზე ინტერვენციის ზომებს ადგენს, რაც რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლების პაკეტის ნაწილი იქნება. Bloomberg News-ის მიხედვით, კომისია რეკომენდაციას გაუწევს საერთო პრინციპებზე შეთანხმებას, რათა ბლოკი მოემზადოს უფრო ფართო შეფერხებების ან რეგიონული საგანგებო სიტუაციისთვის. გაზის მიწოდების შესახებ შეშფოთება ევროპულ ენერგეტიკულ ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის, რათა რუსული გაზის საფასური გადაიხადოს. Bloomberg-ის ცნობით, 20 ევროპელ კლიენტს უკვე გახსნილი აქვს რუბლის ანგარიში, ოთხმა მათგანმა კი უკვე გადაიხადა. Eni-ს წარმომადგენელმა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ აქამდე იტალიურ კომპანიას გადახდის ახალი მექანიზმისთვის არ მიუმართავს და გაზის საფასურს ის მხოლოდ ევროში იხდიდა. გადახდის შემდეგი რაუნდი მაისის მეორე ნახევარში შესრულდება. ...

Read More »

ევროკომისიას გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება სურს

ევროკომისია (EC) აპირებს დააწესოს გაზის ფასების ზედა ზღვარი რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Welt am Sonntag, მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ ღონისძიების მიღებით, ევროკომისიას სურს დაიცვას ევროპელი მომხმარებლები გაზის მუდმივად მზარდი ფასებისგან. „ამ გამონაკლის გარემოებებში, ევროკავშირის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება დაარეგულირონ სამომხმარებლო ფასები სახელმწიფო დონეზე გარდამავალ პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში. როგორც გამოცემა წერს, გაზის ...

Read More »

„რუსულ გაზზე სრული ემბარგოს დაწესებისთვის მზად არ ვართ“

„გერმანია ჯერჯერობით რუსული ენერგორესურსების სრულ ემბარგოს ვერ დათანხმდება“, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „ამჟამად, დღეის მდგომარეობით, სრული ემბარგოს დაწესება არ შეგვიძლია, გაზის ტერმინალები და საცავი 40%-ით გავავსეთ, ეს საკმარისი იქნება ზაფხულისთვის, მაგრამ მომავალში მთლიანად უნდა დავძლიოთ რუსეთზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, რომ საშემოდგომოდ რუსულ გაზზე მთლიანად უარი ვთქვათ. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არ უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა ...

Read More »