Tag Archives: #გაზი

ბრიუსელში რუსული გაზის ემბარგოს შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს

ნავთობის შემდეგ, ევროკავშირში ფიქრი რუსული ბუნებრივი გაზის შეზღუდვის შესახებაც დაიწყეს. სპეციფიკიდან გამომდინარე პროცესი უფრო რთული და გრძელვადიანი იქნება. უმთავრეს ჩამნაცვლებლად ამერიკული და ყატარული გათხევადებული გაზი განიხილება, შემდეგ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა. დარჩენილი დეფიციტი კი ქარისა და მზის ენერგიის ათვისების დაჩქარებით უნდა შეივსოს. ევროკავშირი რუსეთისგან წლიურად 150 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ყიდულობს, რაც საშუალო წლიური მოხმარების დაახლოებით ...

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – RTS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვუჩიჩის განმარტებით, ევროკავშირი ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ბარელი დაახლოებით 31 დოლარით ძვირია. სერბეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიის ომიშის პორტში ტანკერებით ხდებოდა. ევროკავშირის სანქციები კი, რუსული ნავთობის საზღვაო გზით ...

Read More »

რევაზ ვაშაკიძე: ბიზნესისთვის გაზის გადასახადი სამომხმარებლოზე ძვირი არ უნდა იყოს

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპარტნიორთან“   კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სფეროში  კომერციული და ფიზიკური პირებისთვის არსებული ტარიფები განსხვავებული არ იქნება. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გაზის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფი გათანაბრებულია, რუსეთში კი პირიქითაა, ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე ნაკლებს იხდიან. „ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ნაკლებია, საბოლოო ჯამში ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

რუსული გაზი – ევროპის გადაულახავი ბარიერი

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

სემეკი: მნიშვნელოვანია გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება, მათ შორის თურქეთზე წვდომა

2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით. სემეკის ანგარიშის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საშუალოდ საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2021 წელს 11 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს. საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი ...

Read More »

სემეკი: სოფლებში გაზს ნაკლებად მოიხმარენ, რადგან გასათბობად ისევ შეშას იყენებენ

საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება განსხვავებულია როგორც ქალაქისა და სოფლის, ასევე რეგიონების მიხედვით. სემეკის ანგარიშის თანახმად, პატარა ქალაქებში, დაბებსა და განსაკუთრებით სოფლებში, ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარება ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დიდ ქალაქებში ანალოგიურ მაჩვენებელს, ვინაიდან ისევ აქტიურად გამოიყენება შეშა სათბობად. გამონაკლისს წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები. მცხეთა-მთიანეთში დიდი მოხმარება შეიძლება აიხსნას ამ რეგიონში ბუნებრივი გაზის საფასურის პირდაპირი ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

TANAP-ით გაზის ექსპორტი წელიწადში 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება

TANAP მილსადენით წელიწადში გაზის ექსპორტის 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა არის დაგეგმილი, საიდანაც 9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიას მიეწოდება. ამის შესახებ ბრიტანული კომპანია bp-ის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონულმა პრეზიდენტმა, გარი ჯონსმა ბაქოში, 27-ე ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს. მისი თქმით, ტარდება სამუშაოები გაზის საბადოების გაფართოებისა და წარმოების გაზრდის მიზნით. ამასთან, გაიზრდება გაზის სამხრეთ დერეფნის როლი და ექსპორტი, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

სემეკი: საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 0.9%-ით გაიზარდა

საქართველოში ბუნებრივი გაზი ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ რჩება. როგორც სემეკის ანგარიშში წერია, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილმა 38.5% შეადგინა. “შესამჩნევია ...

Read More »
კოსმოს ენერჯიმ სენეგალის ზღვაში დიდი მოცულობის გაზის საბადო აღმოაჩინა

ნიდერლანდები და გერმანია ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ჩრდილოეთ ზღვაში ერთობლივ ბურღვით ოპერაციებს აანონსებენ

ნიდერლანდები და გერმანია ჩრდილოეთ ზღვაში ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ერთობლივ ბურღვით ოპერაციებს აანონსებენ. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნები გაზის მიღებას 2024 წლიდან შეძლებენ. ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანაპირომდე ბუნებრივი აირის გამოსატანად მილსადენის მშენებლობაც მიმდინარეობს. ნიდერლანდების მხრიდან, ბურღვის დაწყების ნებართვა 1 ივნისს, სახელმწიფო მდივან ალექსანდერ ვიილბრიფის მიერ გაიცა. გარემოსდამცველების მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი აირის წარმოებისას გამოთავისუფლებული წყალი გაფილტრული იქნება, პლატფორმა კი, ადგილობრივი „ხამანწკების პროექტიდან“ მოშრებით ...

Read More »