Tag Archives: #ნავთობკომპანიები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,09%-ით, 0,89 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,13 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,94%-ით, 2,32 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 81,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი),

Read More »

მექსიკა 2023 წლიდან ნავთობის ექსპორტის შეწყვეტას გეგმავს

2023 წლიდან მექსიკა პრაქტიკულად გაანულებს ნავთობის ექსპორტს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ნავთოგაზის კომპანია Pemex-ის ხელმძღვანელმა ოქტავიო ოროპესამ განაცხადა „2023-2024 წლებში Pemex-ის პრაქტიკულად სრული ნავთობმოპოვება გადავა ნავთობგადამუშავებაზე. ამისთვის მუშაობას დაიწყებენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დოს ბოკასში და ნავთობქიმიური ქარხანა კანგრეჰერა“, – განაცხადა მან და ამასთან დასძინა, რომ „შედეგად კი მექსიკური ნავთობის თითქმის 100% გადამუშავდება ჩვენს ქვეყანაში, რათა გარანტირებული ვიყოთ საწვავის მოხმარების უზურნველყოფაში“. 2020 ...

Read More »

ნოვაკი: ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება 2022 წელს დაახლოებით 4 მლნ ბარელით გაიზრდება

მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ნავთობის მსოფლიო მოხმარება გაიზრდება 4,5-5 მილიონი ბარელით დღეში, 2022 წელს კი კიდევ დაახლოებით 4 მილიონით გაიზრდება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება/ „ჩვენ ველოდებით, რომ 2021 წელს ნავთობზე საერთო მოთხოვნილება გაიზრდება დაახლოებით 4,5-5 მილიონი ბარელით დღეში. იმისათვის, რომ მოპოვება აღდგეს იმ დონეზე, რაც იყო 2020 წელს შეზღუდვების დაწესებამდე, ჩვენ ვვარაუდობთ ...

Read More »

ნათია თურნავა: საამიროების ეროვნულ ნავთობკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხები განვიხილეთ

არაბთა გაერთიანებული საამიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საამიროების ეროვნული ნავთობკომპანიის (ENOC) ხელმძღვანელებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დელეგაციაში შედიოდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. „ეს არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრეიდერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც, ზოგადად, ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის. ...

Read More »

იღბალი თუ წყევლა – როგორ ცხოვრობენ ნავთობით მდიდარი ქვეყნები

ერთი შეხედვით სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის ბუნებრივი რესურსების სიუხვე ქვეყნის სიმდიდრესა და ეკონომიკურ განვითარებასთან უნდა ასოცირდებოდეს, თუმცა სინამდვილე დიამეტრულად განსხვავებულია. დღევანდელი მსოფლიოშიც და ისტორიაშიც მრავლადაა იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც ბუნებრივი რესურსების აღმოჩენა ეკონომიკურ ჩამორჩენილობისა და განუვითარებლობის საწინდარი გამხდარა. ხშირად ძვირფასი წიაღისეულით ვაჭრობა ამ ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების ექსკლუზიურ ბიზნესად იქცევა. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ქვეყნები სადაც სასარგებლო წიაღისეული ქვეყნის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.94  (+ 0.34)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.98 (+  0.41)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით. უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო  ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.60  (+ 1.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.57 (+  1.78)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

„ვისოლი“: საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრით კიდევ შევამცირებთ

მომავალი კვირიდან კომპანია „ვისოლი“ საწვავის ფასის დაახლოებით, 5 თეთრით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „დეკემბრის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ 2-3 კვირის შემდეგ ფასების კლებას დავიწყებდით. მიმდინარე კვირის დასაწყისში საწვავის ფასი 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ჩვენი დაპირება ძალაშია და მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა. „ვისოლის“ გენერალური ...

Read More »