Tag Archives: #ნავთობკომპანიები

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის – ვასილ ხორავა

მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის, ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა. მისი განმარტებით, სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, კომპანია ნავთობის ფასს ვერ შეამცირებს, თუმცა არსებული მარაგების ხარჯზე უახლოეს პერიოდში ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება. „იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული ნავთობი ყოველდიურად მაღალ ნიშნულს აფიქსირებდა. დღეს უკვე ბარელის ფასი 85 დოლართან არის მიახლოებული. ეს რა თქმა უნდა, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,80%-ით, 1,57 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,47 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco პოლონეთში ნავთობის მიწოდებას დაიწყებს

პოლონურმა ენერგეტიკულმა კონცერნმა Orlen-მა გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობკომპანია Saudi Aramco-სთან პოლონეთში დღიურად 200-337 ათასი ბარელი ნავთობის მიწოდებაზე. პოლონური კონცერნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გარდა ამისა, ორლენი იტყობინება, რომ Saudi Aramco შეიძენს გდანსკში მდებარე Lotos-ის ქარხნის 30%-იან წილს. ეს გარიგება აუცილებელია იმისათვის, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ დაამტკიცოს ორლენ-ლოტოსის შერწყმა, ჭარბი აქტივები 14 იანვრამდე უნდა გაყიდულიყო. Lotos-ის კუთვნილი ავტოგასამართი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 13 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.47  (- 0.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.12 (-  0,52)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.55 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.55 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413.298 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ბენზინის მარაგები  გაიზარდა 7.96  მილიონი ბარელით  და შეადგინა  240.748 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2.54 მილიონი ბარელით და შეადგინა  129.383 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2022 წლის 12 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.67  (+ 0.95)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.64 (+  1.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,61%-ით, 2,21 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,88 აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასს 50 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ ...

Read More »

თურქული სამთო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თურქეთის სამთო პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის სამთო პროდუქციის ექსპორტით მიღებული შემოსავალი  5,93 მილიარდი აშშ დოლარია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ 2021 წელს შესაძლებელი გახდა სამთო პროდუქციის ექსპორტში ისტორიული რეკორდის დამყარება. „ბოლო 20 წლის განმავლობაში ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა. 2020 წელს ექსპორტმა 4 მილიარდ 270 მილიონი დოლარი ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: 2021 წელს საწვავის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 096 018  ტონა) შედარებით. მათ ...

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავს

ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად ეკონომიკის გახსნასა და საჰარო მიმოსვლის გააქტიურებას ასახელებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ფასებთან ერთად მზარდია ნედლეულზე მოთხოვნაც. „ვითარება საკმაოდ რთულია. 2021 წლის დეკემბერში ნავთობზე ფასების შემცირების მიზეზი კორონა ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენა იყო. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ...

Read More »