აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,61%-ით, 2,21 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.
ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,88 აშშ დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასს 50 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს.
ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).