Tag Archives: #გაზი

USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოები დაასრულა, კერძოდ, დამონტაჟდა ოდორიზაციის ახალი კვანძი. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის – მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ბუნებრივი გაზის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანია. “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ ...

Read More »

გერმანია „გაზის ლოკდაუნისთვის“ ემზადება

გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული გათიშვისთვის ემზადება, რასაც იქ უკვე უწოდებენ „გაზის ლოკდაუნს“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ყველაზე მეტად გაზი სამრეწველო საწარმოებს მოაკლდება. გაზის დეფიციტი მთელ ქვეყანას დაეტყობა, ხოლო ის გაზი, რომელიც იქნება, ეღირება ძალზე ძვირი. ამასთანავე, დეფიციტის სიმწვავე ჯერ უცნობია, ასევე, უცნობია ის, გათიშავს თუ არა რუსეთი ბუნებრივ აირს საერთოდ, თუ მის მიწოდებას ევროპისთვის მინიმუმამდე შეამცირებს. გერმანიის კანონმდებლობის ...

Read More »

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უნდა მოემზადოს რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს სჭირდება საგანგებო გეგმების შემუშავება, რათა მოემზადოს რუსული გაზის იმპორტის შემცირებისთვის და სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას 6 ივლისს Европейская правда ავრცელებს. 6 ივლისს ევროპარლამენტში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ პუტინი აგრძელებს ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას და ევროკავშირი მზად უნდა იყოს მიწოდების შეფერხებისთვის. “ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაზის მიწოდების შემდგომი შეწყვეტისთვის და თუნდაც რუსული გაზის ...

Read More »

“უნგრეთს სურს, მაგრამ არ შეუძლია, უარი თქვას რუსეთის ნავთობზე” – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

“მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შემცვლელს ვერ იპოვის”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ CNN-თან ინტერვიუში. “საკითხავია, შეგვიძლია თუ არა, ჩავანაცვლოთ რუსული გაზი და ნავთობი ქვეყანაში. ამ დროისთვის ჩვენი პასუხია – არა. ეს არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ ეს ფიზიკურად შეუძლებელია”, – თქვა დიპლომატმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა უნგრეთი ევროკავშირის ნავთობის ემბარგოდან ...

Read More »

ყაზახეთის ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ყაზახეთში, ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე – “თენგიზში” აფეთქება მოხდა. Forbes-ის ცნობით, ადგილზე ჰიდრავლიკური ცდები მიმდინარეობდა და ერთ-ერთმა მილმა წნევას ვერ გაუძლო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად, ორი მუშა დაიღუპა და სამი დაშავდა. “თენგიზის” ნავთობისა და გაზის საბადო ერთ-ერთი უდიდესია ყაზახეთში, მისი ნავთობის მარაგი 3,2 მილიარდ ტონას შეადგენს. საბადოს ამუშავებს Tengizchevroil, რომელშიც შედის Chevron-ი, Exxon Mobil Kazakhstan Ventures Inc-ი, ყაზახეთის ეროვნული კომპანია ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

700%-ით გაძვირებული ბუნებრივი აირი ახალი ცივი ომის მამოძრავებელი ძალაა

ბუნებრივი აირი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი საქონელია. ის გლობალური ინფლაციის მთავარი მამოძრავებელია, რომელიც დღევანდელი სტანდარტების ტურბულენტური ბაზრებისთვისაც კი, ფასების ექსტრემალურ, გასული წლის დასაწყისიდან 700%-იან ზრდას აფიქსირებს და ევროპას რეცესიისკენ მიუძღვება. მოკლედ, ბუნებრივი აირი ახლა კონკურენციას უწევს ნავთობს, როგორც საწვავს, რომელიც გეოპოლიტიკას აყალიბებს. უკრაინაში ომმა გაზის კრიზისი ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა. რუსეთიდან მიწოდების შემცირების ფონზე, ქვეყნები ზამთრისთვის ბუნებრივი აირის მარაგების მოსაპოვებლად იბრძვიან. ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

მედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ დახურა რუსული ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა

რუსეთის სასამართლომ დახურა რუსული ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა. ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ 30 დღის განმავლობაში შეწყვეტს მუშაობას. მიზეზი გახდა „როსტრანსნადზორის“ მიერ სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოვლენილი დარღვევები და მათი ექსპლუატაციისას ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ ყაზახური ნავთობის გატანის ძირითადი მარშრუტია, რომელზეც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის. მილსადენის სიმძლავრე 67 ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

22 მლრდ დოლარის ზარალი და 72%-ით შემცირებული წარმოება – IEA რუსეთის გაზის სექტორზე ახალ პროგნოზს აქვეყნებს

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი პროგნოზით, 2022-2025 წლებში რუსეთში გაზის წარმოება 480 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით შემცირდება. რუსული გაზის მოხმარების დაჩქარებული შეწყვეტა კი წარმოების 550 მილიარდი კუბური მეტრით შემცირებას გამოიწვევს. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მკვეთრად შეამცირა რუსული გაზის წარმოების პერსპექტივა და შეაფერხებს სამომავლო პროექტებს. სანქციები, რომლებიც ზღუდავენ წვდომას მთავარ კაპიტალის ბაზრებზე, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ თანდათან შეწყვიტოს რუსეთიდან ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6100-მდე აბონენტს შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეაბილიტაციოს სამუშაოების გამო, 6 ივლისის 09:00 საათიდან, 7 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: ქიზიყის ქ. 2, 3, 5, 7, 7ა, 7ბ, 8, 9, 9ა, 11, 11ა, 13/12, 14, 23, 34, გუმათგესის ქ. 11, 12, 13, 14, 16ა, 17, 18, 19, ...

Read More »

ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ...

Read More »