Tag Archives: #ენერგეტიკა

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყირიმზე გადართვის პროცესი დაიწყო – „ენერგოატომი“

რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისა და უკრაინულიდან ჩახსნის გეგმის განხორციელება, – განაცხადა ენერგოატომის პრეზიდენტმა პეტრ კოტინმა. მისი თქმით, რუსები შეეცდებიან სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების გათიშვას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და შემდეგ ელექტროგადამცემი ქსელის გაყვანას ყირიმიდან: „როსატომის პერსონალმა სადგურს გადასცა სპეციალური პროგრამა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყირიმთან დაკავშირების თაობაზე. ამ პროგრამის საფუძველია სადგურის უკრაინის ენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ხაზების დაზიანება. ზაპოროჟიეს ატომური სადგური ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

პირველად ბოლო 10 წელში საქართველო იმაზე მეტი ელ.ენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს

პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ელ. ენერგიის სავაჭრო ბალანსი დადებითია. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 55.8 მლნ დოლარის ელ ენერგია გაყიდა, მაშინ როდესაც იმპორტმა 34.7 მლნ დოლარი შეადგინა. დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 21.1 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, გლობალურად შექმნილმა ენერგო კრიზისმა და ფასების შოკმა გავლენა იქონია ქვეყნის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე – თურქეთში ფასი გასამმაგებულია. ფასი გაზრდილია რუსეთსა და აზერბაიჯანშიც, რომლებიც საქართველოს ელექტრო ენერგიას იმპორტით აწვდიან, თუმცა ...

Read More »

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო სამხედრო ოპერაციების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „აშშ აგრძელებს დაწესებულებაში სიტუაციის მონიტორინგს და საბედნიეროდ, რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

რა ღირს დენი და გადახდის რა სქემა მუშაობს საქართველოს სამეზობლოში

საქართველოში დენის ტარიფი ელექტროენერგიის ხარჯვის მიხედვით განისაზღვრება,რასაც ე.წ. საფეხურეობრივ ტარიფს უწოდებენ მაშინ, როცა მაგალითად, მეზობელ სომხეთში, ცალ-ცალკე, დღისა და ღამის ტარიფები მოქმედებს. მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისელი აბონენტები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრს იხდიან , 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დანახარჯზე – 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 26.537 თეთრს. რეგიონებში 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლები 1 კვტ.სთ-ზე ...

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 9 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის, ნაფეტვრების, რამაზის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, თინათინის, ჭელიძის, ერედვის, ტარიელის, დავარის და აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ჟღენტის, ...

Read More »
ხუდონჰესის პროექტის დეტალები 1-ლი ივლისისთვის გასაჯაროვდება

ჰიდროენერგეტიკის მთავარი გამოწვევები

დღეს როგორც ცივილიზებული სამყაროსთვის, ისე საქართველოსთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი დგას. დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სრულიად დასავლეთი. დღეს, 21-ე საუკუნეში, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას დააღწიონ თავი. ევროპელებისთვის ძირითად ამოცანას რუსული გაზის დივერსიფიკაცია წარმოადგენს. ამაზე იმიტომ კეთდება დიდი აქცენტი, რომ ევროპაში ელექტროენერგიის მისაღებად რუსული იმპორტული გაზის დიდი წილი თბოსადგურებში იწვის, ელექტროენერგია კი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ...

Read More »

მადრიდი მაღაზიების ვიტრინებში განათების გათიშვას ეწინააღმდეგება

მადრიდის ლიდერი, იზაბელ დიას აიუზომ განაცხადა, რომ დედაქალაქის რეგიონი არ ეთანხმება მთავრობის დადგენილებას, რომელიც ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების შემოღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას El Pais ავრცელებს. ესპანეთის მთავრობამ სპეციალური განკარგულება ორშაბათს დაამტკიცა, რომელიც ყველა ბიზნესსა და საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, ზაფხულში კონდიციონერის, ზამთარში კი გათბობის ტემპერატურა შეზღუდონ და 22:00 საათის შემდეგ მაღაზიების ვიტრინების განათება გამორთონ. იზაბელა დიას აიუზო ამბობს, რომ მადრიდი ღამით მაღაზიებში განათების ...

Read More »
2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

ენერგეტიკული სექტორის მიმოხილვა

ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა კომუნალურ მომსახურებაზეც. ელექტროენერგია იმ აუცილებელ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც თანაბრად სჭირდება როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას. 2016 წლიდან 2021 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიაზე ჯამური მოთხოვნა 1.4-ჯერ გაიზარდა, რაც საშუალოდ წელიწადში 4.5%-იანი ზრდაა. ამასთან, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად ბიზნესის მხრიდან გაიზარდა – 2016-21 წლებში ბიზნესის მიერ მოხმარება წლიურად საშუალოდ 4.6%-ით იზრდებოდა, ხოლო მოსახლეობის მიერ – 1.8%-ით. ელექტროენერგიის მოხმარებასა და მისი ...

Read More »

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, “გაზპრომმა”, 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. “გაზპრომი” აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მეტი უსაფრთხოება – გამოწვევები და შესაძლებლობები

ევროკავშირის მაგალითმა ცხადყო, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერე­ბის ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭირო­ებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და ასეთი მოცემულობის დროს რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოე­ბის მიზნის მიღწევა. მიუხედავად 2006 წელს მოზდოკი-თბილისის გაზსა­დენზე მომხდარი საბოტაჟისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საქართველოს მცდელობისა, რომ რუსეთი არ იყოს ქვეყნის მთავარი ენერგომომწოდებელი, როგორც წინა ბლოგშიც განვი­ხილეთ, გარკვეული დამოკიდებულება რუსეთის ენერ­­გოსისტემაზე ...

Read More »