Tag Archives: #პროტესტი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი ENKA-ს ბაზასთან, ტვიშშიც გაშალეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად რიონის ხეობაში დღეს კიდევ ორი კარავი გაშალეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ერთი კარავი ისევ სოფელ გუმათში გაიშალა, ხოლო კიდევ ერთი კარავი სოფელ ტვიშში, ჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს ბაზასთან. გოლეთიანის განმარტებით, ტვიშში გაშლილი კარავი ENKA-ს მანქანებისთვის საპროექტო ტერიტორიიდან წამოსასვლელ გზას ჩაკეტავს, ხოლო გუმათში გაშლილი კარვებით კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას გუმათიდან რიონის ...

Read More »

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰესების საკითხთან დაკავშირებით  მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ეს კამპანია ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს. “მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური დეზინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ კამპანიას სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფზე. დაწყებული ეკოლოგიური საკითხებით, მწვანე პოლიტიკით დამთავრებული სხვა ...

Read More »

მოსახლეობას არ აინტერესებს ჰესი 1-მგვტ-ანი იქნება თუ 100-მგვტ-ანი, ყველას ებრძვიან – ჰესების მშენებლობის 95% გაჩერებულია

ქვეყანაში ჰესების მშენებლობის კუთხით სრული კოლაფსია. ნამოხვანჰესის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობას რომ თავი დავანებოთ, პრობლემები ექმნება მცირე და საშუალო ჰესების პროქტებსაც. დღეს მოსახლეობას აღარ აინტერესებს ჰესი ერთ მეგავატიანი იქნება, ორიანი თუ 100-მეგავატიანი, ყველას ერთნაირად ებრძვიან. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგიმარგებაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამო საქართველოში უამრავი ჰესის პროექტია შეჩერებული. პრობლემა ისაა, რომ მცირე ჰესებსაც ზუსტად იგივე წინააღმდეგობა ხვდება, რაც ...

Read More »

“მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება”

“მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კაშ­ხა­ლი უახ­ლო­ე­სი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აშენ­დე­ბა, ჩვენ ვმოქ­მე­დებთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და გა­ცხა­დე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში”, – ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ჩას­ვლა ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის “კარი ყო­ველ­თვის ღიაა“. “ჩვე­ნი გეგ­მა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლია. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კაშ­ხა­ლი არ ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთში გამართეს

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს ლანჩხუთის შემდეგ, ოზურგეთში გამართეს. „რიონის ხეობის მცველებმა“ თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს თავიანთი სამოქმედო გეგმები გააცნეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია, მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია. დღესვე, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მოსახლეობას ჩოხატაურში შეხვდებიან. აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის ...

Read More »

“ნამახვანის მოვლენები არის გარე ძალებისგან მართული”

ჰესებთან დაკავშირებული პროცესები არის მართული, მათ შორის ნამახვანის პროექტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და იქ ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროტესტი, რომელიც მასშტაბური პროექტების მიმართ არის ქვეყანაში გარე ძალების მიერ არის მართული. “გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მთლიანად ეს პროტესტი უამრავი პროექტის მიმართ, რომელიც არის ...

Read More »

„ბახვი 1“ ჰესის ინვესტორი კომპანია კვლევებში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს

კომპანიამ „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“, რომელიც ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბახვი 1“ ჰესის აშენებას აპირებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სკოპინგის ანგარიში გააცნო. ადგილობრივმა განაცხადეს, რომ ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში ჰესის მშენებლობისთვის მომზადებული და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკოპინგის ანგარიში დაუსაბუთებელია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი არ არის გაცემული, რაზეც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პროცესში უცხოელი ექსპერტების ...

Read More »

თორნიკე შარაშენიძე: მიზანმიმართული კამპანია ჰესების წინააღმდეგ ქვეყანას ძალიან დააზარალებს

“აგრესია და ანტიპიარი მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ. რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და რუსული ინტერესების საკითზე მსჯელობა მიმდინარეობს. შარაშენიძის განმარტებით, საქართველომ ენერგო-ჰიდრო რესურსების სიმრავლე უნდა გამოიყენოს, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტულუნარიანი გახდეს, ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი ამ ყველაფერს ...

Read More »

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ. ისინი შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი განცხადებით, ეს არის 23 მაისის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი შეხვედრა. ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ. ჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.

Read More »

“ლოპოტაჰესის” დირექტორი: ადგილობრივების ყველა კითხვას გავეცით პასუხი, გვაქვს ყველანაირი დასკვნა, თუმცა, ჰესის პროექტი მაინც შეჩერებულია

“ფიქრობდნენ, სოფელს შეუწყდებოდა წყალმომარაგება, იჩეხებოდა ხე-ტყე და საფრთხე ექმნებოდა ხეობაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ამაზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავეცით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. სამწუხაროდ, კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა”, – ამის შესახებ ლოპოტაჰესის დირექტორმა, ბიძინა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ მოსახლეობის პროტესტის მიზეზებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა თუ უწყებების დასკვნებით უპასუხა, თუმცა, პროექტი ამ დროისთვის ისევ შეჩერებულია. “2019 ...

Read More »