“მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება”

“მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კაშ­ხა­ლი უახ­ლო­ე­სი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აშენ­დე­ბა, ჩვენ ვმოქ­მე­დებთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და გა­ცხა­დე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში”, – ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ჩას­ვლა ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის “კარი ყო­ველ­თვის ღიაა“.

“ჩვე­ნი გეგ­მა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლია. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კაშ­ხა­ლი არ აშენ­დე­ბა უახ­ლო­ე­სი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ, პრაქ­ტი­კუ­ლად მო­რა­ტო­რი­უ­მია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე.

კვლე­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, უფრო მე­ტიც, ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ვე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე პი­რა­დად ჩა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფოს მოწ­ვე­ვით მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

ეს მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­სა და სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებს შო­რის, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნად სწო­რად იყო პრო­ცე­სი წარ­მარ­თუ­ლი, იგი­ვე გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­მო­მავ­ლო კვლე­ვე­ბი. ეს გა­ა­ჩენს ნდო­ბას პრო­ექ­ტის მი­მართ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქ­მე­დებთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და გა­ცხა­დე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში“, – აცხა­დებს თურ­ნა­ვა.

Leave a Reply