Tag Archives: #აშშ

ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. „საბოლოო ჯამში, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. სასურსათო კრიზისის მიზეზიც რუსეთია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკა და მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს.

Read More »

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება. „რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით”,- ამის შესახებ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,8 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,8 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,6  მილიონი ბარელით  და შეადგინა  221,6  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,6  მილიონი ბარელით და შეადგინა  112,4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობის ტანკერი გააჩერა, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ტანკერი Daytona ბერძნულ კომპანია TMS Tankers Ltd.-ს ეკუთვნის და დაქირავებული იყო კომპანია Vitol-ის მიერ – სავაჭრო სახლი, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში. აღნიშნული ტანკერი შავ ზღვაში, რუსეთის ტამანის ნახევარკუნძულიდან ივნისის დასაწყისში გამოვიდა. ტანკერს მაზუთი და ვაკუუმური გაზოილი გადაჰქონდა. ტანკერი ახალ ორლეანში კვირას უნდა ჩასულიყო. აღსანიშნავია, რომ ჯო ...

Read More »

ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა. თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ბაიდენის თანაპარტიელი კანონმდებლების მხრიდან წინააღმდეგობა ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ კონგრესი პრეზიდენტის თხოვნას დააკმაყოფილებს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკელი ოჯახები, რომლებსაც ბენზინისთვის გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, რაც გამოწვეულია ნაწილობრივ რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, იმსახურებენ ფინანსურ შემსუბუქებას. „მე ...

Read More »

ბაიდენმა ნავთობისა და გაზის მწარმოებლებს მთელ მსოფლიოში წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს ნავთობისა და გაზის მწარმოებლებს მთელს მსოფლიოში, გაზარდონ მოპოვება, აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. “პრეზიდენტმა სთხოვა ყველა მომწოდებელს მთელი მსოფლიოს მაასშტაბით, გაზარდონ მოპოვება. ეს შეიცავს ოპეკს, მოიცავსნავთობისა და გაზის ჩვენს შიდა მწარმოებლებს”, – აღნიშნა მან. გრენჰოლმმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას გეგმავს შეხვედრების ჩატარებას აშშ-ის ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებთან.

Read More »

აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის შემოსავლების შემცირების გზა გამონახა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იპოვა გზა ერთდროულად ორი პრობლემის გადასაჭრელად: შემცირდეს რუსეთის ნავთობის შემოსავლები და ასევე შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ Bloomberg ადმინისტრაციისა და OPEC +-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, კარტელის წევრები, რომლის წევრიც რუსეთია, სულ უფრო და უფრო ნაკლებ აზრს ხედავენ მათ არსებობაში: ნავთობის ფასები მრავალწლიან მაღალ დონეზეა და აზრი აღარ აქვს წარმოების შემცირებას, როდესაც ...

Read More »

აშშ-მ ირანის ნავთობ-ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის ნავთობქიმიურ ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები გავრცელდება ჩინურ და საამიროების კომპანიებზეც, რომლებიც ირანს ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტში ეხმარებიან. „შეთანხმების არარსებობის ფონზე ირანისთვის ნავთობის, ნავთობ- და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ხაზინის ვიცე-მდივანმა ბრაიან ნელსონმა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 418,714 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.71   მილიონი ბარელით  და შეადგინა  217.474  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0.73  მილიონი ბარელით და შეადგინა  109,709 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

კიევი ვაშინგტონს უკრაინისთვის გაზის მიწოდებას Lend-Lease-ის მეშვეობით სთავაზობს

უკრაინა განიხილავს ვაშინგტონთან შეთანხმების ვარიანტს Lend-Lease-ის ფარგლებში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Foreign Policy წერს. „უკრაინის ენერგეტიკის აღმასრულებლები ვაშინგტონს და სხვა დასავლეთის დედაქალაქებს სთავაზობენ უამრავ პოტენციურ გადაწყვეტილებებს მომავალი ზამთრისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად და შიდა წარმოების გაზრდის მიზნით. ეს მოიცავს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი ექსპორტიორებისგან ბუნებრივი აირის შესაძენად საერთაშორისო დაფინანსების უზრუნველყოფას, ალტერნატიული მიწოდების მარშრუტების შემუშავებას და ...

Read More »