Tag Archives: #ენერგეტიკა

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2032 წლისთვის ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრის გაორმაგება იგეგმება

2032 წლისთვის  ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ გაიზრდება და 10086 მგვტ-ს მიაღწევს, –  აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4564 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2381 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 973 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტროსადგურებისა – 1079 მგვტ. დღეისათვის ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე. მარეგულირებელი ჰესების ...

Read More »

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” მიერ განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება – „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე, კონტროლის მოპოვებას (იჯარით აღება). ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყების მიერ, საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა – 1 322 225 ათასი ...

Read More »

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი  დაინტერესებული პირებისთვის 19 სექტემბრიდან ახალ სასწავლო კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ელექტროენერგეტიკული  სექტორის რეგულირებას. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: ენერგეტიკის სექტორის სამართლებრივი საფუძვლები და საკანონმდებლო ჩარჩო; ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები; ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში; ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები და ბირჟაზე ვაჭრობის პარამეტრები; სატარიფო რეგულირების პრინციპები ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო,10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ...

Read More »
საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის პორტში დაბრკოლებების შემთხვევაში, (რომელიც ყაზახური ურანის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის მთავარი მარშრუტია), შესაძლოა ურანი ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებითგადაზიდონ. „კაზატომპრომის“ მმართველის მოადგილემ, ერკან მუკანოვმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ზომების მიღებას, რადგან ურანის ექსპორტის კუთხით, შესაძლოა, გარკვეული რისკები გაჩნდეს. მუკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ურანსა და ატომის სექტორებზე ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ „კაზატომპრომი“ ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება. მან აღნიშნა, ...

Read More »

მოუწევთ თუ არა გერმანელებს თეატრებში და მუზეუმებში პალტოებით სიარული?

გერმანიაში ენერგიის ეკონომიისთვის კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. კელნში ღამის საათებში ტაძრები აღარ განათდება, ელექტროენერგიის ეკონომიის შესაძლებლობებს მუზეუმები და თეატრებიც ეძებენ.  DW ცდილობს დაადგინოს, თუ როგორ ემუქრება ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ევროპაში უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა, გერმანულ კულტურას. ივლიან თუ არა გერმანელები კონცერტებზე პალტოებში? იქნება თუ არა სიცივე მუზეუმებში? თუ კულტურულ დაწესებულებებს ზამთარში საერთოდ დახურავენ? კულტურის  საკითხებში გერმანიის საბჭო (Deutsche Kulturrat), ასეთ რადიკალურ ...

Read More »

სემეკი: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. სიახლეების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დამტკიცდა წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გაანგარიშების წესი, რომელიც არეგულირებს სანიტარიული დაცვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ ზონაში ქსელზე მიერთების პროცედურებს. წესის მიხედვით, შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე იკრძალება ქსელზე ისეთი მიერთება, რომელსაც არსებული წყალმომარაგების სისტემა საპროექტო მონაცემებიდან გამომდინარე ვერ ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

23 აგვისტოს თბილისის რამდენიმე უბანში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, კოსტავას, შავნაბადას, ორთაჭალის, შალვა დადიანის, ლესელიძის, პუშკინის, აბესაძის, კოტე აფხაზის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ), მირზა შაფილაზახის, შუშინის, ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის 1-ელ სექტემბერს ამოქმედების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ქვეშაა

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც დავითაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია. „რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, იცით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ალბათ, ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა ...

Read More »